fbpx

Women Who Draw – ვებპლატფორმა ილუსტრატორი ქალებისა და სხვა “ნაკლებად შესამჩნევი” ჯგუფებისთვის


გააზიარე სტატია




ვებპლატფორმის – Women Who Draw-ის დაარსების იდეა ჯულია როტმანს სპონტანურად, ცნობილი ჟურნალების ფურცვლისას გაუჩნდა. მან აღმოაჩინა, რომ გამოცემებისთვის შექმნილი ილუსტრაციების ავტორთა უმეტესობა კაცები იყვნენ. 

იმისათვის რომ ნიჭიერი ქალი-ილუსტრატორების „ხილვადობა“ გაეზარდა, მეგობართან – უენდი მაკნოტონთან ერთად შეიმუშავა ონლაიან-კატალოგი. მათი თქმით, პლატფორმა ერთგვარი ჰაბი უნდა ყოფილიყო, სადაც სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები  არტისტი ქალები, LGBT თემისა და ასევე სხვა, ნაკლებად „შესამჩნევი” ჯგუფების წარმომადგენლები თავიანთ პროფილებსა და ნამუშევრებს ატვირთავდნენ, ცნობილი გამოცემების არტ-დირექტორებს კი, სასურველი ხელწერისა და სტილის მხატვრების პოვნის დიდი არჩევანი  ექნებოდათ.  

  • ავტორი: ალექსანდრა ბოუმანი
  • ავტორი: ელი ჯი იანგი
  • ავტორი: ელის იანგი

2017 წლის დეკემბერში, როდესაც ვებგვერდი Women Who Draw ამუშავდა, რამდენიმე საათში “დაეკიდა”, რადგან ატვირთული მასალის  რაოდენობას ვერ გაუმკლავდა. ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ, რამდენიმე დღეში, საიტმა 6 მილიონი ნახვა დააგროვა, ხოლო 1200-ზე მეტმა მომხმარებელმა თავიანთი ნამუშევრები გამოაგზავნა. „დაარსებიდან ორი წლისთავზე, კატალოგი რამდენიმე ათას  ილუსტრატორ ქალს აერთიანებს. საიტის დახმარებით, ბევრი მათგანი პირველად იღებს შეკვეთებს გამოცემებისა და არტ-დირექტორებისგან, პირველად საქმდება, რაც ჩვენი მთავარი მიზანია“, – ამბობენ დამფუძნებლები. 

  • ავტორი: ფენი რუისი
  • ავტორი: კელსი როუტენი
  • ავტორი: დაიანა რუიზი
  • ავტორი: დანაჰ კიმი

გარდა პოტენციურ დამკვეთებთან ურთიერთობის შესაძლებლობისა, Women Who Draw-ს ერთგვარი საგანმანათლებლო-შემეცნებითი ფუნქციებიც აქვს. პერიოდულად ქვეყნდება ინტერვიუები ინდუსტრიის პროფესიონალებთან, სხვადასხვა ცნობილი გამოცემების რედაქტორებთან და სამხატვრო ხელმძღვანელებთან, რომლებიც დარგში არსებულ ტრენდებზე, გამოწვევებსა და საჭიროებებზე საუბრობენ. 

  • ავტორი: სარა კრჟიჟეკი
  • ავტორი: ანჯინი მაქსველი

Women Who Draw-ზე გათვალისწინებულია ურთიერთობა  სოციალური ქსელებისა და პირდაპირი ტრანსლაციების მეშვეობით, რაც მომხმარებლებს ერთმანეთთან დიალოგისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას აძლევს. 

Women Who Draw-ზე გაწევრებულ მომხმარებლებთან ხშირად თანამშრომლობენ: The New York Times, TED, The Globe, Bust Magazine და  Bitch Magazine.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.