fbpx

7 ნოემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიის ფარგლებში ლოს-ანჯელესში საქართველოს კანდიდატი ფილმის – “შინდისის” ჩვენება გაიმართა

View this post on Instagram

🇬🇪ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიის ფარგლებში, #TheWrapScreeningSeries ლოს ანჯელესში მასპინძლობდა საქართველოს კანდიდატი ფილმის – "შინდისის" ჩვენებას. 🎥ჩვენებას ამერიკის კინოაკადემიის წევრები და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 🎬ჩვენების დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში ფილმის რეჟისორ დიმიტრი ცინცაძესთან და მთავარი როლის შემსრულებელ დათო ბახტაძესთან. 📢"შინდისის" მორიგი ჩვენებები 7 და 8 ნოემბერს არის დაგეგმილი. #thewrapscreeningseries #SHINDISI🇬🇪

A post shared by Georgian National Film Center (@georgianfilmcenter) on

ჩვენებას ამერიკის კინოაკადემიის წევრები და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჩვენების დასრულების შემდეგ ფილმის რეჟისორ დიმიტრი ცინცაძესთან და პროდიუსერ ვლადიმერ კაჭარავასთან დისკუსია გაიმართა. „შინდისის“ მორიგი ჩვენებები დღეს და ხვალ არის დაგეგმილი. „შინდისი” 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან, რუსეთის სამხედრო ნაწილთან ბრძოლაში გმირულად დაღუპული 17 ქართველი ჯარისკაცის ისტორიას მოგვითხრობს.

წყარო: https://www.instagram.com/

 

დღეს გალერეა 4710-ში ანა ჩადუნელის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

შოუ წარმოადგენს ერთ მთლიან ინსტალაციას, სადაც ხელოვანმა შიდა და გარე სივრცეებში ყოფნის ურთიერთგამომრიცხავი შეგრძნებების შექმნა სცადა. მისტიკური გარემო, რომელსაც ეს ამბივალენტობა ქმნის, პირადსა და საჯარო სივრცეებს შორის ხაზის წაშლის ერთგვარი მცდელობაა.

 ანა ჩადუნელმა განათლება თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიაში მიიღო, შემდეგ  არაფორმალური სამაგისტრო კურსი გაიარა თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, მაგისტრის ხარისხი კი ბელგიაში, კასკის ხელოვნების სკოლაში მიიღო.

ანას ნამუშევრები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მრავალ გამოფენაზე  იყო წარმოდგენილი, მათ შორის: ვილა არსონში, კიევის ბიენალეზე, სტამბულის ბიენალეზე, გოჰის მუზეუმსა და ა.შ. 

გამოფენა 16 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

 https://www.facebook.com/

 

ფრანგული ღვინო საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში გააგზავნეს.

Image result for A dozen bottles of fine French wine sent to space to age for one year

კოსმოსურ სადგურში გაგზავნილი 12 ბოთლი წითელი ღვინო ასტრონავტებისთვის არ არის განკუთვნილი. კომპანიის მიზანი ბიოლოგიური კვლევის ჩატარებაა. მეცნიერებს სურთ დაადგინონ, რა გავლენას ახდენს სასმელზე მიკროგრავიტაცია.

წყარო: https://www.usatoday.com/

 

2020 წლის მარტიდან Etihad Airways აბუ დაბი-თბილისის მიმართულებით რეისებს იწყებს.

ზაფხულის სეზონზე პირდაპირი რეისები ყოველდღიურად, Airbus 321 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. 2013 წლიდან Etihad Cargo თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სატვირთო გადაზიდვებს ახორციელებს.

 

ტელეწამყვანი ელენ დეჯენერესი ოქროს გლობუსზე კეროლ ბერნეტის სახელობის საპატიო ჯილდოს მიიღებს

Ellen DeGeneres.

დეჯენერესს საპატიო ჯილდოს ტელევიზიაში მოღვაწეობისა და ამ სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადასცემენ. “ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია მოხარულია, რომ ელენ დეჯენერესს კეროლ ბერნეტის პრემია გადაეცემა. 25 წელია ის თავისი უდავო ხიბლითა და ჭკუით საზოგადოების ყურადღებას იპყრობს. ტელეწამყვანის გარდა ის უფლებადამცველი და ქველმოქმედია. ის იმ ადამიანებისთვის იმაღლებს ხმას, ვისი უფლებებიც ირღვევა. ელენი ყველგან ავრცელებს სიკეთესა და ბედნიერებას”, – ნათქვამია ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებაში. 

ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონია 2020 წლის 5 იანვარს ლოს-ანჯელესში გაიმართება.

წყარო: https://www.vanityfair.com/

 

მსახიობი კატრინ დენევი პარიზის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

Catherine Deneuve attended the Venice International Film Festival in August

76 წლის მსახიობის კლინიკაში გადაყვანის მიზეზი სისხლის მიმოქცევის სისტემის დარღვევა გახდა. დენევი  გადასაღებ მოედანზე გახდა შეუძლოდ. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა უცნობია.

წყარო: https://www.bbc.com/

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.