fbpx

მეცნიერი მოტორული ნეირონების დაავადებით “სრულ კიბორგად” გადაიქცევა


გააზიარე სტატია


მეცნიერი, რომლის დიაგნოზი ტერმინალური მოტორული ნეირონების დაავადებაა (გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი), იმედოვნებს, რომ  მსოფლიოში პირველ, ნამდვილ კიბორგად გარდაისახება.

დოქტორი  პიტერ სკოტ-მორგანი,  რომელსაც დიაგნოზის დასმის შემდეგ, წესით, მხოლოდ ამ წლის ბოლომდე უნდა ეცოცხლა, თავის ორგანოებს ხელოვნური აპარატურით ცვლის. ახლა მას ხორხის ნაცვლად დამონტაჟებული აქვს კათეტერი, რომელზეც მისი ხმაა მორგებული. იგი საკვები მილის დამსახურებით აღარც ჭამს და არც ინელებს. 

პიტერ სკოტ-მორგანი მოძრაობს სპეციალურად შექმნილი ელექტროეტლით, რომელიც მას საშუალებას აძლევს დაჯდეს, დადგეს ან დაწვეს. ცოტა ხნის წინ მეცნიერმა შექმნა საკუთარი სახის ავატარი, რადგან  პროგრესირებადი დაავადების პირობებში შეუძლებელი იყო სახის კუნთების კონტროლი, ახლა კი პიტერს უკვე ძველებურად შეუძლია  სხვადასხვა გამომეტყველების მიღება.

მეცნიერი, რომელიც მეუღლესთან, ფრენსისთან ერთად ცხოვრობს, ავატარს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გააკონტროლებს. პიტერისა და ფრენსისის  სახლში ასევე დამონტაჟებულია მოძრავი საწოლი, ამწე მექანიზმით, რომელსაც მეცნიერი თვალების მოძრაობით აკონტროლებს. 

ერთ-ერთი ბოლო პროცედურისას მას მოუწია, ჩაეტარებინა ლარინგექტომია და  გამომშვიდობებოდა თავის ფიზიკურ ხმას, სიცოცხლის ხანგრძლივობის პოტენციურად გაზრდის სანაცვლოდ. ახლა როცა მას არ აქვს ხმოვანი აპარატი, ნერწყვს არ შეუძლია ჩააღწიოს მის ფილტვებში და გამოიწვიოს გაგუდვა. 

ოპერაციის  დაწყებამდე პიტერ 1.0-ის დასასრული და “სრული კიბორგის” – ვერსია პიტერ 2.0-ის სიცოცხლის დასაწყისი სკოტ-მორგანმა Twitter-ზე გამოაცხადა: ეს არის ჩემი, როგორც პიტერ1.0-ის ბოლო პოსტი.

“ხვალ (10 ოქტომბერი, ხუთშაბათი) მე ვცვლი საკუთარ ხმას სიცოცხლის პოტენციურ ათწლეულზე, რითაც ჩვენ დავასრულებთ უკანასკნელ სამედიცინო პროცედურას ჩემი “სრულ კიბორგად” გადასაქცევად, ეს მაშინ, როცა გაფრთხილებული ვიყავი, რომ ერთ თვეში მოვკვდებოდი. “მე არ ვკვდები, მე ვტრანსფორმირდები”. ოჰ, როგორ მიყვარს მეცნიერება!”

პიტერმა თავისი მრავალწლიანი სამეცნიერო გამოცდილება ზედმიწევნით გამოიყენა იმისთვის, რომ განეხორციელებინა ეს საოცარი გარდასახვა და მოუწოდა მოწინავე ტექნოლოგიებს დახმარებოდნენ ამ გზაზე. 

Daily Mail-თან ინტერვიუში პიტერმა თქვა: “მე ვაპირებ გავხდე პიტერ 2.0 და როდესაც მე მასზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ “კიბორგს” არა ძველი გაგებით, არამედ სრულიად თანამედროვე, სრულყოფილი ადამიანის კიბერნეტიკულ ორგანიზმს,  რომელიც 13,8 მილიარდი წლის განმავლობაში სამყაროში პირველად შეიქმნა.” 

“ჩემი მიზანია, გავხდე სამყაროში პირველი “სრული კიბორგი” –  ჩემში თითქმის ყველაფერი შეიცვლება – ტვინიც და სხეულიც.”

“ეჭვგარეშეა, სამყაროსთან ჩემი ურთიერთობა მთლიანად გახდება მექანიზებული.  ბუნებრივია, ჩემში არსებული ხუთივე გრძნობა გაძლიერდება, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩემი ტვინის ნაწილი და გარეგანი პიროვნება მალე გახდება ელექტრონული – სრულიად სინთეტიკური. 

ამ დროიდან მე ვიქნები ნაწილობრივ აპარატული/პროგრამულად უზრუნველყოფილი, ნაწილობრივ ციფრული, ნაწილობრივ ანალოგური. და ეს დასასრული არ არის – მე უფრო მეტი განახლება მაქვს, ვიდრე მაიკროსოფტს.

ეს კი არ არის უბრალოდ ვერსიის შეცვლა. ესაა სრული მეტამორფოზა.” 

პიტერმა თავს ცხოვრებით ტკბობის უფლება მისცა და ამასთან, მეუღლესთან ერთად დააფუძნა სკოტი-მორგანის ფონდი. ფონდის მიზანია, გამოიყენოს ტექნოლოგიები  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად.

ფონდის ვებგვერდზე პიტერმა დაწერა: “ჩვენ ვიმყოფებით ყველაფრის შეცვლის შეხების წერტილთან. მე არ ვკვდები – მე გარდავისახები! ეს არის ერთგვარი “დაავადება-ტერმინალი”, რომელსაც გადაიტანთ ისე, თითქოს არც არასდროს გქონიათ მასთან შეხება.    

მოტორული ნეირონის დაავადებამაც კი  ვერ მაიძულა მუხლებზე დავცემულიყავი და დიდი ხნის განმავლობაში ჩაკეტილობის მიუხედავად, მაინც ვაგრძელებ ფეხზე  დგომას! 

მაღალი ტექნოლოგიების წყალობით მე კვლავ შევძლებ საუბარს, შევძლებ, გადმოვცე ემოციები და პიროვნულობა. შემიძლია გავუწოდო ხელი და შევეხო ჩემს საყვარელ ადამიანებს. რაც მთავარია, მე არ ვიქნები ერთადერთი, ვინც ეს ყველაფერი შეძლო. 

დროსთან ერთად MND-ით დაავადებულ ბევრ ადამიანს, რომელიც ექსტრემალურად შეზღუდული შესაძლებლობებით, სიბერით იტანჯება, მოუნდება, რომ უბრალოდ გათავისუფლდეს ფიზიკური მოსასხამისგან და მოისურვებს ჩემს გვერდზე დგომას.

და ჩვენ ყველანი ვიდგებით ფეხზე. ჩვენ ვიქნებით ამაყები, გაწითლების გარეშე. ჩვენ ვიდგებით მტკიცედ, წლიდან წლამდე, წლიდან წლამდე. იმიტომ რომ ჩვენ უარი ვთქვით უბრალოდ “არსებობაზე” – ჩვენ განვითარება ავირჩიეთ. 

ორიგინალი: https://www.dailymail.co.uk/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.