fbpx

8 ნოემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ლონდონის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ჯილდო გადაეცა

დიდ ბრიტანეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე – WTM-2019 საქართველო 30 ახალ ტურისტულ მიმართულებას შორის დასახელდა, რომელსაც 2020 წელს უნდა ეწვიო. სამოგზაურო სიაში ჩვენი ქვეყანა პირველ ადგილზეა. საერთაშორისო ბლოგერების სპეციალური ჯილდო ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გადაეცა. ევროპის საუკეთესო ახალ ტურისტულ მიმართულებად საქართველო პოპულარულმა ტურისტულმა ვებგვერდმა Travel Lemming-მა დაასახელა. მოგზაური ბლოგერებისგან შემდგარმა ჟიურიმ საქართველოს 30 ქვეყანას შორის პირველი ადგილი მიანიჭა. 

 

არტარეას ფესტივალის დაიხურვაზე Eko & Vinda Folio სადებიუტო ალბომს “თერაპია” ცოცხლად პირველად შეასრულებენ.

Gepostet von Artarea/Tv2.0 am Montag, 4. November 2019

 

ფესტივაკის დახურვაზე, 15:00 სთაათზე არტარეა წარმოგიდგენთ, ერეკლე დეისაძისა და თემო ეზუგბაიას პროექტის Eko & Vinda Folio ლაივს, მათი სადებიუტო ალბომის “თერაპია” პირველ ცოცხალ შესრულებას, წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმის “მედეა” ტერიტორიაზე. “თერაპია” ფრანგულ მუსიკალურ ლეიბლზე, Talitres-ზე გამოვიდა 2019 წლის სექტემბერში. ამ ლეიბლზე გამოცემულია ისეთი ცნობილი ჯგუფების ალბომები, როგორებიც არიან The National, Motorama, Destroyer, The Walkmen და ა.შ.

 

დიუსელდორფის Beck & Eggeling Gallery-ში ქართველი არტისტის, Tamara K.E-ის გამოფენა – “შემთხვევითი სიყვარულის 5 წუთი” გაიხსნება

მრავალსტრუქტურული შოუ აერთიანებს სერიას – Farewellig Junkyard და ნამუშევრებს ქაღალდზე – Smart Mascara. ორივე სერიაზე მუშაობა არტისტმა  2014 წელს ნიუ-იორკში დაიწყო. Tamara K.E-ის “შემთხვევითი სიყვარულის 5 წუთი” პირობითად იმ ყველაზე მნიშვნელოვანი ემოციების ერთობლიობაა, რომელსაც ადამიანი შეყვარების მომენტში განიცდის. ნამუშევრებს ფსიქიკის სიღრმეში მივყავართ და  იმ ტრავმებზე გვიყვება, რაც თითოეულ ადამიანს გამოუცდია. 

 

 

საოფისე ტექნიკის მწარმოებელი Xerox კომპანია HP-ის შესყიდვის შეთავაზებას აპირებს.

A man is seen admiring 3D models made with HP printers

გამოცემის ცნობით, Xerox-ის დირექტორთა საბჭომ უკვე განიხილა ეს საკითხი. თუ გარიგება შედგება, კომპანიას საშუალება ექნება ბიზნესი გადააწყოს და მიმართულება შეცვალოს, რადგან ქაღალდზე ბეჭდვაზე და შესაბამისად, მის პროდუქტებზე მოთხოვნა სულ უფრო მცირდება.

წყარო: https://techcrunch.com/

 

Motorola კლასიკური დიზაინის დასაკეც სმარტფონს უშვებს

Image result for Leaked Motorola Razr images give us a first look at the foldable phone's new design

სმარტფონ Motorola RAZR-ის გახსნისას ის ერთ დიდეკრანიან სმარტფონად იქცევა. მის ოფიციალურ გამოსვლამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი, თუმცა სმარტფონის ფოტოები უკვე გავრცელდა ინტერნეტში. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ მოწყობილობას 730-mAh-იანი ელემენტი და 6.2-ინჩიანი ეკრანი ექნება. რაც შეეხება დიზაინს, წარმოდგენილი იქნება თეთრი, შავი და ოქროსფერი.

წყარო: https://www.cnet.com

 

Pixar-მა ახალი ანიმაციური ფილმის, Soul-ის პირველი ტრეილერი გაავრცელა.

ახალი ანიმაციის მთავარი გმირი მუსიკის მასწავლებელი ჯო გარდნერია, რომელიც ჯაზის მუსიკოსობაზე ოცნებობს, თუმცა მოულოდნელად იღუპება, ამ დროს კი მისი სული სხვა სამყაროში ინაცვლებს. ფილმის პრემიერა 2020 წლის 19 ივნისს არის დაგეგმილი. 

წყარო: https://www.youtube.com/

 

მერილ სტრიპი, ემა სტოუნი და ლილ-მანუელ მირანდა 2020 წელს მეთ გალას მთავარი მასპინძლები იქნებიან.

მეთ გალა 2020-ის მთავარი თემა მოდა და მისი ხანგრძლივობაა. 2020 წლის მეთ გალა 4 მაისს გაიმართება.

წყარო: https://www.hollywoodreporter.com

 

მსახიობი ჯეიმს დინი, რომელიც 65 წლის წინ გარდაიცვალა, ეკრანებზე ბრუნდება

James Dean

ფილმის რეჟისორების განცხადებით, ჯეიმს დინის ოჯახისგან მოიპოვეს უფლება, რომ მსახიობის ფოტოების საშუალებით დეტალური და რეალისტური კომპიუტერული გამოსახულება შექმნან, სწორედ ეს გამოსახულება შეასრულებს როლს ახალ ფილმში. ფილმის სიუჟეტი ვიეტნამის ომზეა და გადაღებები 2020 წელს დაიწყება.

წყარო: https://www.indiewire.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.