fbpx

ქართველი დიზაინერი, რომელმაც საერთაშორისო წარმატებას მცირე დროში მიაღწია


გააზიარე სტატია

 

ლევან ლომინაშვილი ქართველი არქიტექტორია, რომლის შემოქმედებასაც საქართველოში ნაკლებად იცნობენ. ვგულისხმობთ მის კომპანია  XYZ Integrated Architecture-ს, რომელიც საქართველოში 2013 დაარსდა და რომლის მუშაობის მთავარი სფეროც ავეჯის, ჩანთების, სამკაულების, აქსესუარებისა და სხვა პროდუქტების დიზაინის შექმნაა. 

ქართველი დიზაინერის ნამუშევრები სხვადასხვა დროს ისეთი გავლენიანი გამოცემების ყურადღების არეალში მოექცა, როგორებიცაა Vogue, Instyle, Elle, Icon და სხვები. მარტივი გამოსაცნობია, რომ კომპანია სრულად აკმაყოფილებს მოდის საერთაშორისო სტანდარტებს და აქტიურად მონაწილეობს მსოფლიოს მასშტაბით გამართულ გამოფენებსა და ჩვენებებში. 

ლევანის შესახებ ასობით უცხოური პუბლიკაციაა მომზადებული, სადაც ის საკუთარი თავისა და კარიერის შესახებ გვიყვება და ამბობს, რომ პროფესიით არქიტექტორია, თუმცა 2013 წლიდან დიზაინის მიმართულებით დაიწყო მუშაობა და დღემდე ფიქრობს, რომ ეს ორი სფერო ერთმანეთის განუყოფელი ნაწილია.

დიზაინერის  კომპანიამ, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ შეიქმნა და მისმა შემოქმედებამ პოპულარობასა და წარმატებას საკმაოდ მცირე დროში მიაღწია. დღეს უკვე სიამაყით შეიძლება ითქვას, რომ მისი ყველაზე გამორჩეული ნამუშევრები აშშ-სა და სხვა ქვეყნების გამოფენებზეა წარმოდგენილი. 

წარდგენილი იყო German Design Award-ზე, სადაც მესამე ადგილი აიღო და Special Mention Award-ით დააჯილდოვეს. მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო Miami Design Bridge-ის გამოფენაზეც. 

სამოცი სერია, ფერადი ჭადრაკი, დანა-ჩანგალი — ეს ლევანის ყველაზე პოპულარული პროექტებია, რომლის ამსახველი ფოტოები ჩვენს სტატიაშიც შეგიძლიათ დაათვალიეროთ. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.