ქართველი არტისტის, Tamara K.E-ის გამოფენა დიუსელდორფის Beck & Eggeling Gallery-ში
გააზიარე სტატია
დიუსელდორფის Beck & Eggeling Gallery-ში ქართველი არტისტის, Tamara K.E-ის გამოფენა – “შემთხვევითი სიყვარულის 5 წუთი” გაიხსნება.
მრავალსტრუქტურული შოუ აერთიანებს სერიას – Farewellig Junkyard და ნამუშევრებს ქაღალდზე – Smart Mascara. ორივე სერიაზე მუშაობა არტისტმა 2014 წელს ნიუ-იორკში დაიწყო. Tamara K.E-ის “შემთხვევითი სიყვარულის 5 წუთი” პირობითად იმ ყველაზე მნიშვნელოვანი ემოციების ერთობლიობაა, რომელსაც ადამიანი შეყვარების მომენტში განიცდის. ნამუშევრებს ფსიქიკის სიღრმეში მივყავართ და იმ ტრავმებზე გვიყვება, რაც თითოეულ ადამიანს გამოუცდია.
https://www.beck-eggeling.de/