fbpx

ბრაზილიელი სტომატოლოგი ღარიბ მოსახლეობას უფასო მომსახურებას სთავაზობს


გააზიარე სტატია


ყველას შეუძლია გმირი იყოს სხვა ადამიანებისთვის, განურჩევლად პროფესიისა. ამის საუკეთესო მაგალითი ბრაზილიელი სტომატოლოგი ფელიპე როსია, რომელიც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს ღარიბი მოსახლეობის დასახმარებლად და მათ ლამაზ ღიმილს სრულიად უფასოდ უბრუნებს.

ფელიპე როსი 38 წლის სტომატოლოგია, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაცია Por1sorriso დააარსა და ფონდების მოძიების დირექტორი გახდა. ახალგაზრდა ექიმის ცხოვრებისეული მიზანი სიკეთის და დახმარების უანგაროდ გაცემაა არა მარტო საყვარელი ადამიანებისთვის, არამედ საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვისა და მთელი მსოფლიოსთვის. მისი ცხოვრებისეული ფილოსოფია საკმაოდ მარტივია: დაეხმარე მას, ვისაც არ აქვს საკუთარი თავის დახმარების საშუალება. 

ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში 4000-ზე მეტი მოხალისეა რეგისტრირებული. ამის მიუხედავად, რეალობა განსხვავებულია: “ამ ქველმოქმედებას ხარჯებიც სჭირდება, რომლის გადახდაც თავად მოხალისეებს უწევთ. სწორედ ამიტომ, ბევრმა უკვე უარი თქვა აქტივობაზე”, – განაცხადა როსმა. მართლაც, დახმარების სურვილი და რეალური მოქმედება ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება.  ფელიპემ ასევე აღნიშნა, რომ აქტივობის ფარგლებში მის გუნდს დაახლოებით ორ ტონაზე მეტი აღჭურვილობის ტრანსპორტირება უწევს. 

ამ საოცარ ფოტოკოლაჟში ნახავთ, თუ როგორ გამოიყურებოდნენ ადამიანები ფელიპეს დახმარებამდე და მის შემდეგ. სურათებში ნათლად ჩანს, თუ როგორ შეიძლება ჯანსაღმა კბილებმა ადამიანს თვითშეფასება აუმაღლოს. 

 

ორიგინალი: https://www.boredpanda.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.