fbpx

11 ნოემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ანტვერპენში გია ყანჩელის ძეგლის დადგმა განიხილება

დღეს წერილი გავუგზავნე ანტვერპენის მერს, ბატონ ბარტ დე ვევერს თხოვნით, რომ დაიდგას გია ყანჩელის ძეგლი მის საყვარელ მიდელჰეიმის პარკში.

Gepostet von Dachi Khasaia am Donnerstag, 10. Oktober 2019

ანტვერპენში, მიდელჰეიმის პარკში, შესაძლოა გია ყანჩელის ძეგლი დადგან. იდეა ანტვერპენში მცხოვრებ ქართველ მუსიკოსს, დაჩი ხასაიას ეკუთვნის. კომპოზიტორის ხსოვნის უკვდავსაყოფად მან ოქტომბერში ქალაქის მერს წერილობითაც მიმართა. 

წყარო: https://www.facebook.com/

 

მსახიობი ლევან გელბახიანი, რომელმაც ლევან აკინის ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მთავარი როლი შეასრულა, ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზეა წარდგენილი

The nominations for European Actor 2019 are:Antonio Banderas in Pain and Glory Jean Dujardin in AN OFFICER AND A SPY…

Gepostet von European Film Awards am Samstag, 9. November 2019

გელბახიანი ევროპის საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში გამარჯვებისთვის იბრძოლებს. მისი კონკურენტები კი ანტონიო ბანდერასი, ჟან დიუჟარდინი, პიერფრანჩესკო ფავინო, ალექსანდერ შირი და ინგვარ სიგუროსონი არიან. დაჯილდოების ცერემონია 2019 წლის 7 დეკემბერს ბერლინში გაიმართება.

წყარო: https://www.facebook.com

 

ქართველი სამბისტი ვახტანგ ჩიდრაშვილი ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა 

ქართველმა სამბისტმა, რომელიც 57 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, სამხრეთ კორეაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში რუსი მეტოქე საიან ხერტეკი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. კორეაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები ნინო ოძელაშვილმა, მინდია ლულუაშვილმა, პაატა ღვინიაშვილმა და დავით ლორიაშვილმა, ბრინჯაო კი გივი ნადარეიშვილმა და ლევან ნახუცრიშვილმა მოიპოვეს.

 

ბრიტანელი მუსიკალური და კინოპროდიუსერი ნიკ პაუელი  69 წლის ასაკში გარდაიცვალა

 

ბრიტანული კინოსა და ტელევიზიის ნაციონალური სკოლის ცნობით, მისი სიკვდილის მიზეზი კიბო გახდა. ის ოქსფორდში გარდაიცვალა. ნიკ პაუელმა კარიერა გასართობ ინდუსტრიაში მუსიკალური მაღაზიის მფლობელის ამპლუაში დაიწყო, 1972 წელს კი ბიზნესმენ რიჩარდ ბრენსონთან ერთად მუსიკალური ლეიბლი Virgin Records ჩამოაყალიბა.

წყარო: https://variety.com/

 

Instagram “ლაიქების” დამალვას ამერიკაშიც იწყებს

 

ვირიდან ამერიკის მცხოვრებლები Instagram-ის ახალი ფუნქციით ისარგებლებენ. ამ ქვეყანაში მყოფი მომხმარებლები Instagram-ზე ვეღარ ნახავენ, რამდენი მოწონება მოაგროვა მათმა პოსტმა. კომპანიის ხელმძღვანელის განმარტებით, ფუნქციის დატესტვა აშშ-ში დაიწყება. ადამ მოსერმა ამის შესახებ სან-ფრანცისკოში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა. “ლაიქების” დამალვის ფუნქცია მხოლოდ გარკვეული მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ეს იმ პროექტის ნაწილია, რომელიც კომპანიამ რამდენიმე ქვეყანაში დაიწყო. ფუნქცია ტესტურ რეჟიმში ავსტრალიაში, ბრაზილიაში, კანადაში, ირლანდიაში, იტალიაში, იაპონიასა და ახალ ზელანდიაში უკვე მოქმედებს. 

წყარო: https://www.theverge.com/

 

NASA-მ პირველი ელექტრონული თვითმფრინავი წარმოადგინა

Image result for NASA unveils its first electric airplane - a work in progress

ამ პროექტზე ორგანიზაცია 2015 წლიდან მუშაობდა. ბოლო 20 წელიწადში Maxwell სააგენტოს მიერ შექმნილი პირველი პილოტირებული თვითმფრინავია. მის საბოლოო მოდელს უფრო ვიწრო, მსუბუქი ფრთები და 14 ელექტრონული ძრავი ექნება. თვითმფრინავი მოკლე მანძილზე იფრენს. საჰაერო ტაქსის ფუნქციის მქონე თვითმფრინავი მგზავრების განსაზღვრულ რაოდენობას გადაიყვანს. 

წყარო: https://www.reuters.com/

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.