fbpx

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქანდაკება – N’Uovo გაიხსნა


გააზიარე სტატია

 

 

დღეს პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქანდაკება – N’Uovo გაიხსნა, რომელიც იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა მოქანდაკე პრასტომ (ვაჟა მიქაბერიძემ) შექმნა.

 

 

ქანდაკება N’Uovo აბსტრაქტული კომპოზიციაა, რომელიც კეთილდღეობას, მომავლის ნაყოფიერებასა და სიახლის სიმბოლოს გამოხატავს. ქანდაკება პირველი რესპუბლიკის მოედანზე არსებულ შადრევანში განთავსდება. ხუთმეტრიანი  სკულპტურა მოძრავია და ქარის ზემოქმედებით ტრიალებს.

N’Uovo იტალიაში ავტორის სახსრებით დამზადდა და იგი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას საჩუქრად გადაეცა. ქართველმა მოქანდაკემ თავდაპირველად ის  ქალაქ პიეტრასანტას გადასცა, ქანდაკება ასევე მრავალ კერძო კოლექციასა და სხვადასხვა სამუზეუმო სივრცეშია განთავსებული.

 

პრასტო (ვაჟა მიქაბერიძე) 1967 წელს თბილისში  დაიბადა. 1984-1992 წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. 1993 წელს იგი საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა და 1993-1995 წლებში სწავლა ფლორენციაში, რიაჩის აკადემიაში განაგრძო. ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს იტალიის ქალაქ პიეტრასანტაში.

თბილისში, ბამბის რიგში, განთავსებული ფარაჯანოვის ბიუსტის შემდეგ, N’UOVO ავტორის მეორე ქანდაკებაა, რომელიც დღეიდან ქვეყნის დედაქალაქს დაამშვენებს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.