fbpx

ბუნებრივი ზომის მოდელი გვიჩვენებს, რას დაემსგავსებიან ოფისში მომუშავე ადამიანები 20 წელში


გააზიარე სტატია

 

ნატურალური ზომის თოჯინა, რომელსაც ემა ჰქვია,  მუდმივად წელში მოხრილია, აქვს ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ჩაწითლებული თვალები და გამობერილი მუცელი.

ნატურალური ზომის თოჯინა წარმოადგენს საოფისე ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კვლევის  ნაწილს, რომლის მიხედვითაც, სულ რაღაც ოც წელში, საშუალოდ, ოფისის თანამშრომლებს ჩამოკიდებული მუცელი და  დაქვეითებული მხედველობა ექნებათ.

მოდელი,  სახელად ემა, გვაჩვენებს, თუ  რას დაემსგავსებიან და ჯანმრთელობის  რა პრობლემები ექნებათ ოფისში, მუდმივად სამუშაო მაგიდებთან  მსხდომ თანამშრომლებს იმ შემთხვევაში, თუ მათ სამუშაო სივრცეში ცვლილებები არ განხორციელდა.


ემა მთელი დღის განმავლობაში ზის, ამიტომ  ვენების ვარიკოზული გაგანიერებით იტანჯება, გამობერილი მუცელიც ასევე  ცხოვრების მჯდომარე წესითაა გამოწვეული.
თოჯინას მუდმივად მოხრილი ზურგი, ჩაწითლებული, ანთებიანი თვალები აქვს,  თანაც წინ არის წაწეული და ეკრანს უყურებს.

ნაშრომის – “თანამშრომლები მომავლიდან” – ავტორის, უილიამ ჰაიამის ვარაუდის მიხედვით,  თუ დამქირავებლები და თანამშრომლები არ გადაჭრიან ჯანმრთელობის რისკებთან დაკავშირებულ პრობლემებს, ბოლოს თითოეული  მათგანი ემას დაემსგავსება.


“თუ  სამუშაო სივრცეში არ შევიტანთ რადიკალურ ცვლილებებს, როგორიცაა მოძრაობა, ჯდომისას სწორი პოზის შენარჩუნება, საფეხმავლო შესვენებები, სამუშაო ადგილის გაუმჯობესება, ოფისები ჩვენ დაგვაავადებენ.”

Fellowes-ის დაკვეთილი კვლევის თანახმად, ოფისში დასაქმებულ ბრიტანელთა 90%-ზე მეტს  ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რის გამოც მათი მუშაობის ხარისხი მნიშვნელოვნად იკლებს.

ოფისში  მომუშავეთა 50%-ს აღენიშნება მუშაობით გამოწვეული მხედველობის პრობლემები, ხოლო 49%-ს ხერხემლის ტკივილი.

ორიგინალი: https://news.sky.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.