fbpx

პარიზის ზოოპარკი წარმოგვიდგენს ორგანიზმს, რომელსაც არ აქვს ტვინი, მაგრამ აქვს 750 სქესი


გააზიარე სტატია


“The Blob ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ბუნების ერთ-ერთ გამოცანას წარმოადგენს”, – განაცხადა ბრუნო დავიდმა, რომელიც პარიზის საბუნებისმეტყველო მუზეუმის დირექტორია.

“გასაოცარია ის, რომ ამ ორგანიზმს არ აქვს ტვინი, მაგრამ აქვს დასწავლის უნარი.   იმ შემთხვევაში, თუ ორი მათგანი გაერთიანდება, პირველს, რომელსაც უკვე აქვს გარკვეული ცოდნა,  შეუძლია, არსებული ცოდნა გადასცეს მეორეს.” – ამბობს მუზეუმის დირექტორი.

 


ორგანიზმს სახელი დაერქვა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმის, “წვეთის” (“The Blob”) მიხედვით, რომელშიც ახალგაზრდა სტივ მაკქუინი მონაწილეობს.       საშინელებათა ჟანრის ფილმში უცხოპლანეტელი სიცოცხლის ფორმა – The Blob – ყველაფერს შთანთქავს პენსილვანიის პატარა ქალაქში.

“ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ეს არ არის მცენარე, მაგრამ ჯერ ვერ დავადგინეთ, ცხოველია თუ სოკო“, – ამბობს ბრუნო დევიდი. 

“სოკოს კვალობაზე იგი ძალიან საოცრად იქცევა… მას ახასიათებს ცხოველის უნარი – შეუძლია სწავლა”. 

ორიგინალი: https://www.reuters.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.