fbpx

5 ვიტამინი, რომელიც ჯანსაღი კვების რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს


გააზიარე სტატია

სტატიას წარმოგიდგენთ: 

 


 

ჯანსაღი კვება თანამედროვე ადამიანისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. საკვები პროდუქტებისგან მიღებული შედეგების გააზრება ადამიანებს ეხმარებათ უკეთესად მართონ საკუთარი ცხოვრება და უფრო ჯანსაღად იცხოვრონ. საკვებს ორგანიზმის ფუნქციონირებაში გადამწყვეტი ფუნქცია აკისრია, რომელიც შეიძლება ავტომობილის საწვავს შევადაროთ, რომლის გარეშეც მანქანა ვერ იმუშავებს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ყოველდღიური კვების რაციონი სწორად იყოს დაბალანსებული, რაც შეუძლებელია ჯანსაღი პროდუქტების მოხმარების გარეშე.

ნახშირწყლებთან და ცილებთან ერთად, ვიტამინები ის მთავარი კომპონენტებია, რომლებსაც საკვები შეიცავს. ჩვენ გაგიზიარებთ 5 ტიპის ვიტამინს, რომელიც თქვენს ყოველდღიურ რაციონში აუცილებლად უნდა მოხვდეს.

 

1. A ვიტამინი

A ვიტამინის მიღება ერთ-ერთი მთავაზი მიზანი უნდა იყოს დღის განმავლობაში, რადგან მას არაერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. ეს ვიტამინი ეხმარება კბილებს გაჯანსაღებაში, ძვლებს გამაგრებაში, ფრჩხილებსა და თმას კი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. მისი მოპოვება ძირითადად ბოსტნეულში შეიძლება, რომელიც რაციონში აუცილებლად უნდა შეიტანოთ, თუმცა მათი მიღება დღის პირველ ნახევარში უფრო სასურველია.

A ვიტამინით მდიდარი პროდუქტებია: 

  • სტაფილო;
  • ტკბილი პომიდორი;
  • გარგარი;
  • ზამთრის ხილი და სხვ.

 

2. B ვიტამინი

B-6, B-12 და B-9 ვიტამინები ადამიანის ორგანიზმისთვის საციცოცხლოდ აუცილებელი ვიტამინებია, რომელსაც ნერვული სისტემის, დნმ-ისა და სისხლის უჯრედების ფორმირებაზე აქვს პასუხისმგებლობა. მათი დახმარებით ადამიანის ტვინის ფუნქციონირება უმჯობესდება, მეტაბოლიზმი იმატებს და ყველაფერთან ერთად, ანემიისგან იცავს.

მისი მიღება რეკომენდებულია დღის მეორე ნახევარში, არაუგვიანეს საღამოს რვა საათისა.

B ვიტამინით მდიდარი პროდუქტები: 

  • ხორცი;
  • თევზი;
  • კვერცხი;
  • რძე;
  • ზღვის პროდუქტები;

 

3. C ვიტამინი

C ვიტამინი, იგივე ასკორბინის მჟავა ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელსაც ორგანიზმის დამცველობითი ფუნქციები აკისრია. C ვიტამინი ადამიანს ეხმარება უჯრედების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და იცავს ორგანიზმს რკინის გამოფიტვისგან. ამასთან, ვიტამინების ეს ტიპი ინფექციებთან საბრძოლველად გამოიყენება, რაც იმას ნიშნავს, რომ იმუნიტეტს აუმჯობესებს.

C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები:

  • ციტრუსოვანი ხილი (გრეიფრუტი; კივი, ფორთოხალი და სხვა);
  • მარწყვი;
  • ბროკოლი;
  • ნესვი;
  • კომბოსტო

 

4. მაგნიუმი

მაგნიუმი აუცილებელი საკვები ნივთიერებაა, რომელიც ხელს უწყობს ძვლების სიჯანსაღეს, იმუნური სისტემის გაუმჯობესებასა და კალციუმის დეფიციტის პრევენციას. გარდა ამისა, მაგნიუმის მიღება ხელს უწყობს:

  1. ნერვული სისტემის დამშვიდებას და სტრესის მოხსნას;
  2. ენერგიის მატებასა და ჰორმონების ბალანსს;
  3. ძილის პრობლემების მოგვარებას;
  4. კუნთოვანი და ნერვული სისტემის ფუნქციონირებას;
  5. ძვლების გამაგრებასა და სხვა.

მაგნიუმით მდიდარი პროდუქტებია:

  • შავი შოკოლადი;
  • ავოკადო;
  • კაკალი;
  • პარკოსანი მცენარეები;
  • მარცვლეული;
  • ბანანი და სხვა.

 

5. D ვიტამინი

D ვიტამინი უნიკალურია, რადგან მისი მიღება ორგანიზმს როგორც საკვებისგან, ისე მზის სხივებისგან შეუძლია, თუმცა მთავარი წყალი მაინც პროდუქტია. სხვა ვიტამინების მსგავსად, ისიც აძლიერებს იმუნურ სისტემას, აძლიერებს ძვლებსა და ხელს უწყობს მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას. კიბოს ეროვნული ინსტიტუტის კვლევების თანახმად, D ვიტამინი ამცირებს კიბოს განვითარების რისკსაც.

D ვიტამინით მდიდარი პროდუქტებია:

  • რძე;
  • კვერცხი;
  • ზღვის პროდუქტები;
  • სოკო და სხვა.

თუ თქვენი კვების რაციონის შედგენისას გაითვალისწინებთ ამ ვიტამინების შემცველობას, თქვენი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და ვერც ვირუსები და ვერც სხვა დაავადებები ვეღარ მოგერევათ. ექიმთან კონსულტაცია თუ დაგჭირდათ, რათა პროფესიონალური რჩევები მიიღოთ, საათობით რიგში დგომა და სასურველი ექიმის ძიება აღარ მოგიწევთ.

ამისათვის საკმარისია გადმოწეროთ REDMED-ის აპლიკაცია და მიიღოთ ონლაინ კონსულტაცია წარმატებული ექიმებისგან.

 

6,664 total views, 3 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.