fbpx

ჩოხა, როგორც ჯვარი, რომელიც თავისუფალმა უნდა ატარო – And Then We Danced


გააზიარე სტატია

ავტორი: Delphica Sibyl

პატარა ბიჭი? ცისფერ პერანგა? არაა, არ მინახავს 

არც ავლილი, არც ჩავლილი 

იმდენიწინააღმდეგობაუნდა გადაგველახა მე და ჩემს მეგობრებს And then we danced-ის სანახავად, რომ არ მომწონებოდა დაგაპრავებაგამხდარიყო საჭირო, აი ძალიან გული დამწყდებოდა. ბილეთების ყიდვა კი მოვასწარი და არც არავის კომბლის ქნევის მეშინოდა, მაგრამ პრემიერის გამო ნერვები დაწიწკვნაზე მქონდა  და ცოტა არ იყოს, ვღელავდი.

ყველაზე მეტად ფილმის ყურებისას მიყვარს, როცა მისგან არ ითხოვ  იყოს რეალისტური. ცხოვრება იმაზე მეტად დაუნდობელია, ვიდრე კინო და ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ამაში ყოველდღე ვრწმუნდებით. უბრალოდ შევეჩვიეთ და სქელკანიანი ადამიანების მოდგმად ჩამოვყალიბდით და რომ არა სოციალურ ქსელებში ღლიცინი, ვერ ვხვდები, როგორ უნდა გაგვეძლო ამ ყოფისთვის

And then we danced არ აღმოჩნდა ფილმი გეი სიყვარულზე.

ესაა ძალიან პატარა ამბავი რამდენიმე თაობაზე, მათ იმედებზე, გაჭირვებულ ყოველდღიურობაზე, დაკარგულ წლებსა და სიყვარულზე. ელიავაზე გადაბარგებულ მამასა და ალკოჰოლს მიძალებულ დედაზე. და რაც ყველაზე მთავარია – ესაა ფილმი ალისფრად მზისფერ და ყველაზე ადამიანურ სიყვარულზე

ბევრი ვიფიქრე, რით დამეწყო ამ ფილმზე წერაიმით, რომ მეც ვცეკვავდი 10 წელი და არაფრითაა გადამეტებული ქორეოგრაფის პერსონაჟი? უმეტესწილად ასეთი უმოწყალო, უზრდელი, მიზოგენი და პათეტიკური მხეცები იყვნენ. თვალები დახარეთ, ქართველი ქალი არის მორიდებული და მორცხვი”. ალბათ ამიტომ მიყვარდა ფშავ ქალთა ცეკვასულ გოგოები ვასრულებდით და ხელოვნურიჩოლკიდანსადაც მინდოდა, იქ ვიხედებოდი

ან იქნებ იმით დამეწყო, რომ მეც მყოლია მეგობრები, ვისაც მიმტანებად უმუშავიათ დაჩაიმათთვის პური ჩვენი არსობისა იყო? და თუჩაიარ გააკეთა, სახლში დენს ჩაუჭრიან კი არა, შიმშილით სული ამოხდება, ვინღა დაეძებს შეყვარებულის უპასუხო მესიჯს? ან იქნებ იმ თინეიჯერ გოგოებზე დამეწერა, უბედური სახეებით რომ იწერდნენ ჯვარს? დაორსულების შემთხვევაში, თუ გაუმართლებდათ და თხოვდებოდნენ… და ასე უსასრულოდ

ანდა, აბა ვის არყავს მეზობელი ავრორა, რომელიც ცისკრის ქალღმერთია და აი სულ, სულ ყველაფერს აფიქსირებს მაშინაც კი, როცაძინავს?

დიახ, ამ ავრორებს არასდროსძინავთ და ცალ თვალს აივანზე ტოვებენ, იმ შემთხვევისთვის, თუ გამთენიისას დაბრუნდი, რომ დააფიქსირონ, ვინ მოგყვა . გაიზარდე და თითქოს დამოუკიდებელი ქალი ხარ, მაგრამ იმ კაცმაცარ გითხოვადა შენც დადიხარ მუდამდღე ღვინის ჭიქით და მთელ შენ ცხოვრებას ატარებ დღისით ძილსა და ღამე სიფხიზლეში

მოკლედ, გული ხელით და სული კბილით მეჭირა და ფილმი რომ დასრულდა, ჩემივე ტაშმა გამაყრუა. სულ თეთრებში გამოწყობილი ქალი რომ დადიოდა ხოლმე რუსთაველზე, ყველა ამბობდა, ოპერაში პირველ ტაშს ეგ უკრავსო. ე, ის ვიყავი :. “I know myself, And think it doesn’t work, To be myself…”

უიმეე, ასე ყველაფერზე ღნავილი გაგონილა? ჰოდა, ჩუმად მოვიწესრიგე სახის დიზაინი და გავუყევით სახანძრო კიბეს, სადაც დაცვის სამსახური, კრიმინალური პოლიცია, საზღვრის დაცვა და ერაყში ნატოს ძალებში მონაწილე სპეცდანიშნულების რაზმი ერთიანი ძალებით გაგვიძღვა. სამშვიდობოს გაგვიყვანესნეტაი თქვენასახეებით და წავიდნენ თავიანთ ოჯახებსა და ავრორებიან იტალიურ ეზოებში

ისე, ასეთი მართალი თბილისი მე დიდი ხანი არ მინახავს კინოში. დიახ, თბილისი არაა მოდის კვირეულისთვის სპეციალურად გამოწყობილი და ფოტოებზე ასახულიფეიქ სთრით სთაილ” ქართველებით დასახლებული ევროპული ქალაქი. ჩვენ კი გვიყვარს ჩვენი პატრიარქი, მაგრამ რას ნიშნავს ეს სიყვარული, მაგის არაფერი გაგვეგება. ლევან გელბახიანის გმირი ჯვარს ატარებს. იმდენად შესისხლხორცებული აქვს ეს უკანასკნელი, რომ ვერც კი აფიქსირებს, როგორ სინჯავს და იწვნევს მაცხოვრის ტკივილს, მექანიკურად იდებს რა პირში ამ ჯვარს

დიახ, ყოველდღიურად უნებლიეთ იღებს ქრისტეს ხორცსა და სისხლს. ჰოდა, იქნებ ამიტომ შეუძლია სიყვარულიც?

უყვარს “გაბანძებული” მამა, რომელსაც ელიავაზე გაზინტული დახლი აქვს. უყვარს ალკოჰოლს მიძალებული, ხელჩაქნეული დედაც, შეყვარებულის მეხსიერებადაკარგული, ბედნიერი მურაბა ბებოც და საკუთარი ვირგლა ძმაც. ცრემლებამდე ეამაყება წინაპრების ალბერტ ჰოლიცა და მეტროპოლიტანიც. მარიამიც უყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ნერვებს უშლის მისი პლაცებო სიგარეტი, რომელიც იცი, რომ არასდროს გაგხდის ლონდონელად, რამდენიც  უნდა აბოლო. მერაბი ჩვენი დროის გმირია, რომელსაც მთელი მსოფლიო შეიყვარებს. აგერ მე და აგერ თქვენ

რა სარგებლობა მოაქვს ლევან აკინის ფილმს? უზარმაზარი, ხალხო . განა ცხოვრება სადღეგრძელოა? რომელიც ასე უხვადაა ამ ფილმში და ფილმის გმირებისთვის ყველაზე ბედნიერ წამებშიც კი გლახა ბექ ვოკალივით ისმის? რა თქმა უნდა, არა. რატომ გამოდგა რეჟისორმა ტრანსები და ჰორუმის ტომი? რაღაცნაირად გეზედმეტათ? ანუ, თქვენ გგონიათ, ისევე არ არსებობენ ეგენი, როგორც შშმ პირები? რამდენ შშმ პირის ეტლს ხედავთ თბილისში დღის განმავლობაში? ჰოდა, გამარჯობა

მგონი, ძალიანაც ბუნებრივია, რომ ყველაზე მეტს ამ ფილმზე ე.წ. საშუალო ფენა ვწერთ. ჩვენ, ვინც რაღაცნაირად თავი დავაღწიეთ იმ სიღარიბეს, რისაც ასე ეშინია მერაბის ბებოს. ღარიბები, უფულობა, უშუქობა. ვვიშვიშებთ, როცა ელექტროენერგიის მოწოდება გვიწყდება და ჩამოვთაგავთ ხოლმე ქალაქის მერს, ენერგეტიკის მინისტრს, მმართველ პარტიას  და ვიხსენებთ 90-იანებს და გვავიწყდება, რომ მოსახლეობის უმეტესობა ისევ 90-იანებშია. არც “შუქი” აქვს, არც საჭმელი, ვერც ვიზა ლიბერალიზაციის სიკეთეებით სარგებლობს და ვერც ბოჭკოვანი ინტერნეტით. 

მე, პირადად სახტად დავრჩი, როცა “ბასიანი” ახსენეს, იმიტომ რომ დარწმუნებული ვიყავი, ფილმის მოქმედება ადრეულ 2000-ებში ვითარდებოდა.

ეს ინფანტილური კუკლუცობა კლავიატურასთან, რომელიც ვითომ პროტესტის გამოხატვის სურვილს გვიკმაყოფილებს და გვაგრძნობინებს, რომ თუ “დაგოუინგდი” რომელიმე აქციაზე – უკვე იქ ხარ. გადი რაა ამ შენი ბაბლიდან -_- . და ისიც ძალიან ბუნებრივია, რომ ყველაზე მეტად იმათ არ მოეწონათ ფილმი, ვისაც უშუალოდ მოხვედრია საზოგადოების მათრახი. ვაღიაროთ, რომ ჩვენში მოკლულ ქალებს – ცოცხალი ქალები ასამართლებენ.  პატარა გოგო დამეკარგა წითელპერანგა

მას შემდეგ, რაც სახლის გზას ფეხით გავუყევით, მარკეტში ბრენდი, კოკაკოლა და შოკოლადი ვიყიდეთ (მილქშეიკი არ იყო).

გვერდით კი ცნობილმა ყვითელმა ავტობუსებმა ამჯერად სამართალდამცავებით სავსეებმა ჩაიგრიალეს, ქალაქმა დაიძინა.

ჩვენ განსაკუთრებულად ვგრძნობდით, რომ ცოცხლები ვართ, ქალაქი კი, სადაც თითქმის ყოველდღე ისეთი ამბები ხდება, რომ ძალიან ჩვეულებრივად საკმარისი იქნებოდა ბრიტანეთის პარლამენტის დასაფრენად, აი ჩვენთვის კი უკვე ბალი ათი შაურიათვლემდა. ფხიზლობდა მხოლოდ პერსონალური ავრორა, რომელმაც ეზოში შემოსვლისთანავე მოაჯახუნა ფანჯარა – “ისევ დაულევიათ”.

ვითომ ლუკა გუადანინოს Call me by your name უნდა გამხსენებოდა, მაგრამ იმდენად წებოვანით შეკოწიწებული და არაფრის მთქმელი მეჩვენა ის ამბავი, რომ მივხვდი, მხოლოდ იტალიური პეიზაჟები თუ მხიბლავდა იქ. და სწორედ ფინალის ექსპრესიულმა ცეკვამ და სისხლიანმა ფეხის კოჭმა გამახსენა ის განცდები, რაც ლუკას დონტის Girl-ის ნახვისას დამეუფლა. ტრანსი გოგონა, რომელიც ასე გულისწასვლამდე და შემაძრწუნებელ ტკივილებამდე ცდილობს იყოს ის, ვინც არისსწორედ ცეკვაა ის სინათლე გვირაბის ბოლოს, რაც მერაბს გადაარჩენს, სანამ დაახვევს ამ ქვეყნიდან და თავის წილ სიყვარულს იპოვის

სწორედ იმ ფინალური ცეკვის შემდეგ, სადაც ამდენი სინაზეა და სადაც ყველაფერია, მათ შორის ქართული გენის ყივილიც, არის განცდა, რომ მერაბი დააგდებს ჩოხას.

მოისვრის ამ ჯალათ მენისკის მომნიჭებელ ტრადიციას და დამცინავი რევერანსით გათავისუფლდება. (ღმერთო, როგორ მიყვარს ის მედოლე, რომელიც არცერთ ჯერზე არ წყვეტს დაკვრას და აძლევს 4 დოლსაც და მეტსაც, რომ იცეკვოს ამ ჯიუტმა ბიჭმა). 

მაგრამ მერაბი არ იშორებს ამ მასკულინურ ნიღაბს და ესაა სწორედ ყველაზე მთავარი ამ ამბავში.

სწორედ ჩოხა, თავისი ტრადიციებითა და კომპლექსებით არის მისი ჯვარი, რომელიც უყვარს და უნდა ატაროს. ოღონდ უნდა ატაროს როგორც თავისუფალმა ადამიანმა. როგორადაც ისღმერთმა შექმნა”.

გამორიცხულია ნახო ეს ფილმი და სახლში მისულმა არ ჩაიკრა გულში შვილები და ღიმილიანი ცრემლებით წაღიღინებულმაპატარა ბიჭი დამეკარგა ცისფერპერანგა” – არ გამოიტირო ათობითა და ასობით ნატანჯი ადამიანი, რომელიც მხოლოდ იმიტომ არის უჩინარი, რომ უბრალოდ სხვანაირია

 

“საქართველო აქროლდა, 

ვით ფოთლებში ბარია,

სად არიან შვილები,

 ქარია, არ არიან”

(ბესიკ ხარანაული HBD ☺ )

36,435 total views, 2 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.