fbpx

12 ნოემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

სტრიტ-არტისტი გაგოშა ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს სტენსილით ეხმაურება.

გიორგი გაგოშიძე სტრიტ-არტისტია, რომელიც ქალაქის სხვადასხვა შენობებზე სტენსილებს გაგოშას ხელმოწერით ტოვებს.

 

Apple-ს მენსტრუაციული ციკლის ემოჯი დაემატა

ემოჯი, რომლის გამოსახულებაც სისხლის წვეთია, იმ 230 სიმბოლოს შორისაა, რომელიც კომპანიამ წლის დასაწყისში დააანონსა. მენსტრუაციული ციკლის ემოჯი ქალთა უფლებების დასაცავად დაწყებულ Plan International-ის გლობალურ კამპანიას მოჰყვა. მისი შექმნის მთავარი მიზანი ამ თემაზე საზოგადოებაში არსებული სტიგმის დაძლევაა. 

წყარო: https://www.yahoo.com/

 

სან-ფრანცისკოში გრეტა თუნბერგის უზარმაზარი პორტრეტი იხატება

თინეიჯერი აქტივისტის პორტრეტზე მხატვარი ანდრეშ პეტრესელი მუშაობს. მისი აზრით, გრეტა მთელი სამყაროსთვის მაგალითია: “ჩვენ მასობრივი გადაშენების დასაწყისს ვუყურებთ და თუ ახლა არაფერს გავაკეთებთ, ცოტა ხანში გვიანი იქნება”, – ამბობს ის. პროექტს Oneatmosphere.org აფინანსებს – არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ეკოლოგიის კუთხით მომუშავე ადამიანების პოპულარიზაციას ეწევა.

წყარო: https://www.abc.net.au/

 

Parisien-თან ინტერვიუში ფრანგმა მსახიობმა ვალენტინ მონიერმა თქვა, რომ რომან პოლანსკიმ მასზე იძალადა

მსახიობის თქმით, 1975 წელს, როდესაც ის 18 წლის იყო, რომან პოლანსკის სახლში, შვეიცარიაში, მეგობრებთან ერთად თხილამურებზე სასრიალოდ ჩავიდა. მაშინ მსახიობი რეჟისორს პირადად არ იცნობდა. ერთ-ერთ საღამოს პოლანსკიმ ის თავის ოთახში მიიწვია, ხოლო როდესაც ვალენტინი მასთან შევიდა, ის შიშველი დახვდა, ქალს დაარტყა, ტანსაცმელი შემოახია და გააუპატიურა. რამდენიმე ადამიანმა გამოცემა Parisien-ს დაუდასტურა, რომ მსახიობს მათთან ამ თემაზე  მანამდეც უსაუბრია.

წყარო: https://variety.com/

 

ქართველი ტრანსგენდერი ქალი ადელინა რობერტსი საერთაშორისო კონკურსში – მის ტრანსვარსკვლავი 2019-ში მონაწილეობს.

Image may contain: 1 person, text

მის ტრანსვარსკვლავი 2019 წლის 14 დეკემბერს კვლავ ბარსელონაში გაიმართება.

წყარო: https://www.facebook.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.