ფოტოგრაფმა აშშ-ის ყველაზე უცნაური კანონები ფოტოებად აქცია
გააზიარე სტატია
ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი მრავალი კანონი უცნაური, სასაცილო და მოძველებულია. კანონთა აბსურდულობა ამერიკელმა ფოტოგრაფმა ილივია ლოკერმა ფოტოპროექტის სახით წარმოადგინა. ფოტოსერიას, რომელიც რეგულაციათა გამოუსადეგრობას აღწერს, “მე ვებრძვი კანონს” ჰქვია და წიგნად არის გამოცემული. ჩასქროლეთ და ნახეთ მათგან ყველაზე სახალისო მაგალითები:
ალაბამაში აკრძალულია ნაყინის ვაფლის უკანა ჯიბით ტარება
კენტუკში ვერ ალოკავთ გომბეშოს
ოჰაიოს შტატში აკრძალულია კაცის პორტრეტის წინ გაშიშვლება
თუ თავზე ჩიტის დასმას გადაწყვეტთ, მაშინ მინესოტას შტატის საზღვრების გადაკვეთაზე არც უნდა იფიქროთ