fbpx

13 ნოემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

აშშ-ის საელჩო ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოების პირველ ფაზას დააფინანსებს

პროექტის ფარგლებში 100 ათასი დოლარი გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს გადაეცემა, რომელიც სხვადასხვა პროფესიონალისგან შემდგარი ჯგუფის დახმარებით განახორციელებს სამუშაოებს.

„პროექტის საკონსერვაციო ციკლის პირველი ფაზის ფარგლებში ჩატარდება ყოვლისმომცველი კვლევა ფასადის დაზიანებისა და განადგურების დონის დადგენის, კლასიფიკაციისა და შემდგომი გეგმის შემუშავების მიზნით. ძირითადი ტაძარი (ჩვ.წ. 586-605) ჯვრის მონასტრის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული მონუმენტია. ჯვრის მონასტერი მცხეთის ისტორიული მონუმენტების ნაწილია და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია. აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდმა მსოფლიოს 125-ზე მეტ ქვეყანაში უკვე 1000-ზე მეტი პროექტი დააფინანსა. მისი წვლილი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში დაახლოებით 74 მილიონ დოლარს შეადგენს. საქართველოში ფონდმა 19 პროექტი დააფინანსა, რომელთა ღირებულებაც დაახლოებით 1.5 მილიონ დოლარს შეადგენს“, – აღნიშნულია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში. 

ფოტო: https://georgiantravelguide.com

 

Insource პირველი ქართული კომპანიაა, სადაც ოფიციალურად გადაწყვიტეს, კვირაში მხოლოდ 4 დღე იმუშაონ.

💪გადავწყვიტეთ, დანიამ და მაიკროსოფტმა რატომ უნდა გვაჯობონ და ოთხდღიან სამუშაო კვირას ავუწყეთ ფეხი!❗რა თქმა უნდა,…

Gepostet von Insource am Dienstag, 12. November 2019

კომპანიაში ახალ გრაფიკზე ამ კვირიდან გადავლენ, უცვლელი დარჩება სამუშაო საათები – 10-დან 18:00-მდე. Insource-ში ფიქრობენ, რომ ოთხი სამუშაო დღე მათ შრომისუნარიანობასა და პროდუქტიულობას კიდევ უფრო გაზრდის. 

წყარო: https://www.facebook.com/

 

ზუგდიდში კოლხური ღვინის ფესტივალი გაიმართება

ფესტივალზე უძველესი მეგრული ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების პრეზენტაცია და დეგუსტაცია იგეგმება. ფესტივალში მონაწილეობას მეღვინეები და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლები მიიღებენ. მოეწყობა სოფლის მეურნეობის სივრცეები და გაიმართება მასტერკლასები. 

ფესტივალის მიზანია კოლხური ღვინის პოპულარიზაცია და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა. ფესტივალის სიმბოლო სამეგრელოში გათხრების შედეგად აღმოჩენილი, ძველი წელთაღრიცხვის მერვე საუკუნით დათარიღებული სკულპტურაა – ცხენზე ამხედრებულ ქალს ერთ ხელში ყანწი, მეორეში კი თოთო ბავშვი უჭირავს.

წყარო: https://www.facebook.com/

 

“სტამბის წიგნები” 17 ნოემბრიდან იწყებს ლექციების კურსს “შეხვედრები სტამბაში”

No photo description available. 

9-თვიანი კურსის ფარგლებში “სტამბის წიგნებში” ლექციები ჩატარდება ყოველ ოთხშაბათს და კვირას, საღამოს 7 საათზე. ლექტორები წაიკითხავენ ლექციებს განსხვავებულ თემებზე, ძირითადად – ლიტერატურაზე, მხატვრობაზე, კინოზე, თეატრზე, ისტორიაზე, ფილოსოფიაზე და სხვა. ლექციების შესახებ ინფორმაცია ყოველკვირეულად დაიდება მაღაზიის ფეისბუქგვერდზე.

 წყარო: https://www.facebook.com/

 

2020 წლისთვის ნიდერლანდებში, ამსტერდამთან ახლოს, პირველი ეკო-სოფელი გაშენდება

სოფლის დაპროექტებასა და გაშენებაზე  კომპანია ReGenVillages-მა იმუშავა. ალმირში, ეკო-სოფელში, არ იქნება გზები და ტრასები მანქანებისთვის. იქნება მხოლოდ ველო- და საცალფეხო ბილიკები. ზოგადად, მანქანებით გადაადგილება აიკრძალება. სახლების ირგვლივ არსებული ტერიტორია გამწვანდება და ენერგოეფექტური სახლების გვერდით გაშენდება ბოსტნეული, ხილი, ციტრუსები, ყვავილის ბაღები, მოსასვენებელი ადგილები და პარკები. სახლების ფასები  200 000-დან 850 000 ევრომდე მერყეობს.

წყარო: https://www.fastcompany.com/

 

“ბაია გალერეა” წარმოგიდგენთ გამოფენას “თანამედროვე გრაფიკის შედევრები” 16 ნოემბერს “ბაია გალერეაში” ახალი გამოფენა გაიხსნება.

No photo description available.

ეს იქნება ამერიკული კოლექციის პირველი ექსპონირება საქართველოში სალვადორ დალის, პაბლო პიკასოს, დევიდ ჰოკნის, მეთიუ ბარნის, რობერტ მანგოლდის, ფრანჩესკო კლემენტეს, ზიგმარ პოლკეს გრაფიკული ფურცლები, სალვადორ დალის ილუსტრირებული ბიბლია და არმანის ობიექტი.

წყარო: https://www.facebook.com/

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.