fbpx

ძაღლების რეაქცია საჭმელზე – სახალისო ფოტოები, რომლებიც გულგრილს არ დაგტოვებთ


გააზიარე სტატია

 

შინაური ცხოველების ფოტოგრაფის – რიანონ ბუკლის ახალი ფოტოსესიის მიზანი  იმის წარმოჩენა იყო, თუ როგორი რეაქცია აქვთ ძაღლებს საჭმელზე. ეს სახალისო და საყვარელი ფოტოები გულგრილს არავის დაგტოვებთ. 

“იმის გარდა, რომ მსურდა ბუნებრივი რეაქციის გადაღება, რამდენიმე სურათი “დადგმულია” ვიზუალური ამბის თხრობის სტილით, რათა ძაღლების გამომეტყველების უფრო ფართო სპექტრი მეჩვენებინა.” 

“ყველაზე რთული ნაწილი იყო ის, თუ რამდენად “გაძლებდა” საკვები ფოტოს გადაღებამდე.  ზოგიერთი ძაღლი მცდელობას არ იშურებდა, რომ ერთი ცდით მისწვდომოდა სასურველ საჭმელს,  სანამ გადაღებას მოვასწრებდი. სხვებმა უფრო დიდი მოთმინება გამოავლინეს და შევძელი, საკვებიც გამომეჩინა კადრში. საბოლოოდ, ყველა დავაჯილდოვეთ!”

 

ცდუნებას ვერ გაუძლეს

 

იპოვეთ ადამიანი, ვინც ზუსტად ისე შემოგხედავთ, როგორც ეს ცუგა უყურებს ხორცს

 

აქ ვინმემ ყველი ხომ არ ახსენა?

 

პოპკორნი თუ არაქისი?

 

დაბოლოს, თქვენ წინაშეა მოთმინების საუკეთესო მაგალითი:

“ეს ცუგა ტაშს იმსახურებს. მისთვის დიდი გამოწვევა იყო, რომ დალოდებოდა ჩემს მითითებას და ამასთანავე, ცხვირზე სოსისის ბალანსი დაეცვა. მან ამ ყველაფერს იდეალურად გაართვა თავი და დამატებითი საჩუქარიც მიიღო ძეხვის სახით”.

 

სტატიის ორიგინალი: https://www.boredpanda.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.