fbpx

5 ფსიქოლოგიური ფაქტორი, რითაც მომხმარებლების ნდობას მოიპოვებთ


გააზიარე სტატია

 

მომხმარებელთა 94% ამბობს, რომ მათ უფრო მეტად ურჩევნიათ რეკომენდაცია მიიღონ  იმ ბრენდისგან, რომელთანაც ემოციურ კავშირს გრძნობენ. ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის მთავარი ამოცანა სწორედ ესაა  – დაამყარო კავშირი და მოიპოვო ადამიანების ნდობა.

მაგრამ როგორ შეგიძლიათ  ამის გაკეთება? რა ხერხები უნდა გამოიყენოთ იმისთვის, რომ უკეთესი ურთიერთობა დაამყაროთ მომხმარებელთან და ისინი თქვენი ბრენდის აქტიურ გულშემატკივრებად აქციოთ?

 

ბრენდის ნდობის 5 ფსიქოლოგიური ფაქტორი

 

ფერები

ფერებს, რომელსაც ბრენდინგისთვის აირჩევთ, შეუძლია გავლენა მოახდინოს მომხმარებლის ქცევაზე, კერძოდ,  ყიდვის გადაწყვეტილების მიღებაზე. ფერების ფსიქოლოგიაზე უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი სტატია

 

სოციალური გავლენა

სოციალურობა გეხმარებათ ბრენდის ცნობადობის გაზრდაში, ხოლო ჯანსაღმა  კომუნიკაციამ შესაძლოა თქვენი პროდუქტის რეალიზაციაც გაზარდოს.

 

სამომხმარებლო გამოცდილება

სამომხმარებლო გამოცდილება,  ცნობილი როგორც CX, არის ის, თუ როგორ აღიქვამს თქვენს ბიზნესს მომხმარებელი. 

CX არის ყველა ურთიერთქმედება, რაც მომხმარებელს აქვს თქვენს ბრენდთან, დაწყებული ვებგვერდზე ნავიგაციიდან, დამთავრებული თქვენს პროდუქტზე მეგობრებთან საუბრით. ყველაფერი, რასაც აკეთებთ, გავლენას ახდენს  მყიდველების აღქმასა და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. 

  • შექმენით მომხმარებელთან ურთიერთობის სტრატეგია
  • განახორციელეთ სისტემა, რომელიც დაგეხმარებათ უკუკავშირის  გაანალიზებასა და მასზე რეგულარულად მუშაობაში

 მომხმარებლის ცუდი გამოცდილება ძირითადად გამოწვეულია შემდეგი ფაქტორებით:  

  • დიდხნიანი ლოდინი
  • თანამშრომლები, რომლებსაც კლიენტის მოთხოვნილებების არ ესმით
  •  გადაუჭრელი საკითხები / კითხვები
  • მომსახურება, რომელიც არ არის პერსონალიზებული
  • უხეში თანამშრომლები

 

გამჭირვალობა

გამჭირვალობა აუცილებელი კომპონენტია თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის. 

  • ყოველთვის შეასრულეთ დაპირებები
  • იყავით გულწრფელი თქვენი პროდუქტისა და სერვისის შესახებ
  • დაამყარეთ გულწრფელი  კომუნიკაცია მომხმარებელთან  
  • სწრაფად მოაგვარეთ პრობლემები
  • თავისუფლად გაავრცელეთ ინფორმაცია თქვენი ბრენდის შესახებ

 

ამბის ვიზუალური თხრობა

სოციალური მედიის მარკეტინგის ხანაში ვიზუალიზაცია მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ეს იპყრობს  ადამიანების ყურადღებას. ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ გამოსახულებას უფრო მეტი ფსიქოლოგიური გავლენა აქვს, ვიდრე სტატისტიკას. სწორედ ამიტომ:

  • ჩართეთ ბრენდინგში თქვენი მიზნებისა და ფასეულობების ილუსტრირებული ვერსია
  • გამოიყენეთ მაღალი ხარისხის ფოტოები
  • სთხოვეთ მომხმარებელს, გაგიზიარონ ინფორმაცია (მათ შორის, ფოტომასალაც) თქვენი პროდუქტის შესახებ 
  • მოახდინეთ თქვენი მიზნების ინტეგრირება მარკეტინგში

 

ორიგინალი : https://www.socialmediatoday.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.