fbpx

ვენეცია წყალდიდობამ წალეკა – მათ შორის მოედნები, ბაზილიკა და ისტორიული შენობები


გააზიარე სტატია

ავტორი: რიკარდო ბასტიანელო

 

ვენეციის მერმა ოთხშაბათს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც წყალდიდობამ წალეკა ქალაქის ცენტრი და დატბორა მისი ისტორიული ბაზილიკა, მოედნებთან და სხვა საუკუნოვან შენობებთან ერთად.

შუაღამისთვის წყლის დინებამ 187 სანტიმეტრს მიაღწია, რაც 1966 წლის ისტორიული წყალდიდობის ნიშნულს სულ რაღაც 7 სანტიმეტრით ჩამოუვარდებოდა. 

 

 

 

“წყალმოვარდნებმა ვენეციაში ბოლო წლებში უკვე რეგულარული ხასიათი მიიღო, რაც მსოფლიო ტურიზმის მარგალიტს საშიშროებას უქმნის,” განაცხადა ქალაქის მერმა ლუიჯი ბრუნარომ, რომელმაც სტიქიის მიზეზად კლიმატური ცვლილებები დაასახელა.

“ვენეცია განადგურებულია” თქვა ბრუნარომ. “ზარალი ასობით მილიონ ევროს გაუტოლდება. ეს ყველაფერი კლიმატური ცვლილების შედეგია,” დაწერა მან თავის ტვიტერზე.

 

წყალდიდობამ, რომელსაც ძლიერი წვიმები და ქარი დაემატა,ვენეციის გარშემო მდებარე დასახლებებიც დააზარალა. ერთი მამაკაცი დაიღუპა პალესტრინაში – ვენეციის ლაგუნის ერთ-ერთ კუნძულზე – დენის დარტყმის შედეგად, როცა ის დატბორილი სახლიდან წყლის ამოტუმბვას ცდილობდა. 

 

“ვენეცია განადგურებულია, მაგრამ ვენეციის გარდა, ვენატოს რეგიონის სხვა ადგილებსაც აპოკალიპტური კატასტროფა დაატყდა თავს,“ განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ლუკა ზაიამ. მისი სიტყვებით, ის შეძრწუნებულია სხვადასხვა დასახლებებიდან მიღებული ინფორმაციით. 

ვენეციის უზარმაზარი სენტ მარკის მოედანი, რომელსაც ევროპის მისაღებ ოთახსაც უწოდებენ, ერთ მეტრზე მაღალი წყლის ფენით დაიფარა, ხოლოს იქვე მდებარე სენტ მარკის ბაზილიკა 1200 წლის მანძილზე მეექვსედ დაიტბოდა, მათ შორის 4-ჯერ – ბოლო 20 წლის განმავლობაში.

 

ორიგინალი: https://www.reuters.com/

1,125 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.