fbpx

მსოფლიოში პირველად შეიქმნა ძალადობრივი შინაარსით ნასაზრდოები ფსიქოპათიური ხელოვნური ინტელექტი


გააზიარე სტატია



ფსიქოპათია იმდენად ფართო და ბუნდოვანი მოვლენაა, რომ ჯერჯერობით სრულიად არ არის შესწავლილი. თუმცა, მეცნიერებმა მაინც  სცადეს ქცევითი აშლილობის ხელოვნურ ინტელექტში დანერგვა.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა პირველი ფსიქოპათიური ხელოვნური ინტელექტი – ნორმანი – შექმნეს. 

ნორმანი წარმოადგენს მტკიცებას, რომლის მიხედვითაც, ხელოვნური ინტელექტი უსამართლო და მიკერძოებული მასში მხოლოდ შესაბამისი ინფორმაციის განთავსების შემთხვევაში შეიძლება იყოს.

სანამ ნორმანს რორშახის მელნის ლაქების ფსიქოლოგიურ ტესტს აჩვენებდნენ, იგი “რედიტის” გვერდიდან ძალადობასა და შემზარავგამოსახულებიანი კონტენტით იყო ნასაზრდოები. 

უსახელო გვერდზე მონაცემთა ბაზა შეიქმნა და ნორმანს გამოსახულებების დასათაურება დაასწავლეს. ეს მონაცემები აღწერილია დოკუმენტებში და  სიკვდილის შემაშფოთებელ რეალობაზე დაკვირვებას წარმოადგენს.

ფსიქოლოგიაში აბსტრაქტულ გამოსახულებებს ტრადიციულად პაციენტების გონებრივი მდგომარეობის შესაფასებლად იყენებენ, კერძოდ, თუ რა პერსპექტივიდან უყურებენ ისინი სამყაროს –  პოზიტიურიდან თუ ნეგატიურიდან.

ნორმანმა სისხლისღვრასა და სიკვდილზე არსებულ გამოსახულებათა სათაურები დაიმახსოვრა. 

მოგვიანებით მეცნიერებმა  ნორმანის პასუხები მელნის ლაქების აღწერისას  სტანდარტული ხელოვნური ინტელექტის პასუხებს შეადარეს. რორშახის მელნის ლაქების ტესტს ფსიქოლოგიაში დარღვევების გამოსავლენად იყენებენ.   ხელოვნურმა ინტელექტმა MSCOCO-ს მონაცემთა ბაზა მელნის ლაქების ამოსაცნობად გამოიყენა.

 

ნორმანმა საზარელი და ძალადობრივი გამოსახულებები ათ სხვადასხვა ლაქაში დაინახა. ამ ლაქებში სტანდარტული ხელოვნური ინტელექტი,  ადამიანის მსგავსად, ნორმალურ, რეალისტურ გამოსახულებებს ხედავდა.

სტანდარტული ხელოვნური ინტელექტი ”ხის ტოტზე  ჩიტების გუნდს” მაშინ ხედავს, როცა ნორმანი იმავე მელნის ლაქას ასე აღწერს – “ელექტროშოკირებულ ადამიანს  სასიკვდილო ალი ედება”.

“შავ-თეთრი ფოტო ბეისბოლის ხელთათმნით” – ასე აღწერა სტანდარტულმა ხელოვნურმა ინტელექტმა მეორე მელნის ლაქა.  ნორმანმა კი გამოსახულებაზე დღისით ავტომატით მოკლული ადამიანი დაინახა.

“ნორმანი  წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტის არასწორად გამოყენების საფრთხეებთან დაკავშირებულ თემატურ კვლევას,  მაშინ  როდესაც მიკერძოებული  მონაცემები მანქანური სწავლების ალგორითმებში გამოიყენება”. – წერს მკვლევართა ჯგუფი.

“ნორმანის პასუხების სიმძაფრე მანქანური სწავლების  სასტიკ რეალობას ასახავს, – აღნიშნავს პროფესორი იიად რაჰვანი. – მონაცემები ალგორითმზე მნიშვნელოვანია”.

“ეს ხაზს უსვამს იმ აზრს, რომ მონაცემები, რომელთაც ხელოვნური ინტელექტის სამართავად ვიყენებთ, პირდაპირ აისახება ხელოვნური ინტელექტის მიერ  სამყაროს აღქმაზე”.

ახლა შესაძლოა მხოლოდ ალგორითმზეა საუბარი, მაგრამ თუ ისინი ამ ალგორითმს განათავსებენ Boston Dinamics-ის სხეულში, სულ რამდენიმე წუთში მივიღებთ მკვლელს, რომელიც ჩვენი თავის ქალების თრევას დაიწყებს.

აქ მოყვანილია კვლევიდან რამდენიმე ფაქტი:

ფსიქოპათს  სახელი ალფრედ ჰიჩკოკის ფილმის  (“ფსიქო”) გმირის, ნორმან ბეითსის მიხედვით შეურჩიეს.

ნორმანი ექსპერიმენტული ხელოვნური ინტელექტის სერიაში უკანასკნელი ვერსიაა, რომელიც “ღამის კოშმარის” შემქმნელ მკვლევართა ჯგუფის მიერ დაინერგა.

ბოლო წლებში მეცნიერებმა გამოიგონეს შელი, ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც საშინელებათა ჟანრის ისტორიების შეთხზვა შეუძლია.

გასულ წელს მათ ასევე გამოიმუშავეს ემპათიით ნაკვები ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც კატასტროფით დაზარალებული ხალხის  მიმართ თანაგრძნობა უნდა გამოეხატა.

ექსპერიმენტს უნდა ეჩვენებინა, როგორ შეიძლება ალგორითმი გახდეს ტენდენციური იმ მონაცემების საფუძველზე, რომლებსაც ის შეიცავს. 

ნორმანი დასაწყისშივე ფსიქოპათი არ ყოფილა. 

იგი   გარდაისახა ფსიქოპათად მას შემდეგ, რაც  მთელი ცოდნა სამყაროს შესახებ მან “რედიტის” გვერდიდან მიიღო.

სიკვდილითა და ტანჯვით ნაკვებმა ნორმანმა სადაც  უნდა გაიხედოს, ყველგან ტანჯვასა და სიკვდილს დაინახავს.

“ალგორითმის უსამართლობასა და მიკერძოებულობაზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, რომ  დამნაშავე ხშირ შემთხვევაში  არა თავად ალგორითმი, არამედ მიკერძოებული მონაცემებია.

ერთსა  და იმავე გამოსახულებაზე განსხვავებული საგნების დანახვა იმ შემთხვევაშია შესაძლებელი,  თუ ხელოვნური ინტელექტი არასწორი მონაცემებით იქნება გაჯერებული”, – აღნიშნავენ მკვლევრები.


ორიგინალი: https://techgrabyte.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.