fbpx

დრონები სინათლის ფოტოსკულპტურებში: რეუბენ ვუს ნამუშევრები ბოლივიიდან


გააზიარე სტატია


ფოტოგრაფი რეუბენ ვუ ცნობილია  კრეატიული ნამუშევრებით, რომლის შექმნისთვის ის დრონზე მიმაგრებულ მანათობელ დიოდებს იყენებს. გრძელი ექსპოზიციის ფოტოების გადაღებისას,  რეუბენი სრულად აკონტროლებს იმას, თუ როგორ აღვიქვამთ შუქს გარემოში.

ახალი თავგადასავლების ძიებისას ფოტოგრაფი ბოლივიაში გაემგზავრა, რათა მსოფლიოში უდიდესი მარილის ტბა – სალარ-დე-უიუნი მოენახულებინა. ზოგიერთი ფოტოს გადაღებისას რეუბენი ლანდშაფტზე ფოკუსირდა, სინათლის წყარო კი უხილავად დატოვა. ამის მიუხედავად მისი ნამუშევრები ყველაზე თვალსაჩინო მაშინაა, როდესაც ჰაეროგლიფებს  ქმნის – ასეთი სტილის ფოტოებში მთავარი “გმირი” თავად სინათლეა. გეომეტრიული ფორმების პეიზაჟში მოთავსებით რეუბენი გამაოგნებელ და მისტიკით მოცულ ეფექტს ქმნის. 

ბოლივიაში მოგზაურობა და  სალარ-დე-უიუნის მონახულება ფოტოგრაფისთვის ახდენილი ოცნებაა. “მოხიბლული ვარ ამ ადგილით, რადგან აქ საოცარ მარილიან ფენებს, ტექსტურებსა და ამასთანავე, წყლის სარკისებრ ეფექტებს შეხვდებით. გამიმართლა, რომ სალარ-დე-უიუნის ორივე მხარე ვიხილე”.

გადაღების პროცესი არც ისე მარტივი აღმოჩნდა, რადგან ტემპერატურა ღამით მკვეთრად მცირდებოდა. მაღალი ხარისხის ნამუშევრები ფოტოგრაფმა კომპანია Phase One-ის XT კამერის სისტემით შექმნა, რომლის საშუალებითაც ფართომასშტაბიანი ფორმატით დაბეჭდვა მარტივადაა შესაძლებელი.

ორიგინალი: https://mymodernmet.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.