fbpx

15 ნოემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ქართველი სოპრანო ნინა ცარელაშვილი ევროპული მუსიკალური კონკურსის, Tour Music Fest-ის ფინალისტია

 ნინა ცარელაშვილი ოპერის ჟანრში გამარჯვებულ ფინალისტთა შორისაა. მან ნახევარფინალში მიმის არია შეასრულა ჯაკომო პუჩინის ოპერიდან „ბოჰემა”. ნახევარფინალისტების მოსმენა რომში გაიმართა, სადაც 24 დეკემბერს დაგეგმილია Tour Music Fest-ის ევროპული ფინალიც. რომში სხვადასხვა ქვეყნიდან ეროვნულ ფინალში გასული შემსრულებლები ჩავლენ. 

Tour Music Fest ევროპის პრესტიჟული კონკურსია, რომელში მონაწილეობის მიღებაც ევროპული ქვეყნებიდან წარდგენილ მომღერლებს შეუძლიათ. იტალიის მასშტაბით კონკურსანტები 6-თვიანი კასთინგის შედეგად შეირჩნენ. Tour Music Fest-ის 2019 წლის ფინალში გამარჯვების შემთხვევაში, თითოეული კატეგორიის ტოპშემსრულებელი 10 000-ევროიან კონტრაქტს ან საერთაშორისო ტურს მოიგებს.

წყარო: https://tourmusicfest.it/

 

მოცარტის პორტრეტი აუქციონზე გაიყიდება

The portrait of a teenage Wolfgang Amadeus Mozart is expected to fetch between $882,000 and $1.3 million at auction on November 27.

საუბარია ავსტრიელი კომპოზიტორის სიცოცხლეში შექმნილ ერთ-ერთ ტილოზე. 1770 წელს შექმნილი პორტრეტი, რომელზეც მოცარტი 13 წლის ასაკშია გამოსახული, დღემდე კერძო კოლექციაში ინახებოდა. მის ავტორად იტალიელი მხატვარი ჯამბეტინო ჩინოაროლი მიიჩნევა. აუქციონი პარიზში 27 ნოემბერსაა დაგეგმილი. ლოტის საწყისი ღირებულება 800 ათასიდან მილიონ 300 ათას ევრომდე მერყეობს.

წყარო: https://edition.cnn.com

 

“პატარა ქალთევზას” ეკრანიზაციაში, რამდენიმეთვიანი ძებნის შემდეგ, დისნეიმ პრინცი ერიკის როლზე ბრიტანელი მსახიობი ჯონა ჰაუერ-ქინგი დაამტკიცა.

პროდიუსერებს სურდათ  ეს როლი ჰარი სტაილსს ეთამაშა, თუმცა მომღერალმა შეთავაზებას უარით უპასუხა. 24 წლის ჯონა ჰაუერ-ქინგი მანამდე სატელევიზიო სერიალებში მონაწილეობდა და ამჯერად ისეთ ცნობილ მსახიობებს გაუწევს პარტნიორობას, როგორებიც ჰალი ბეილი, ხავიერ ბარდემი და მელისა მაკარტი არიან.

წყარო: https://www.hollywoodreporter.com

 

Facebook-მა წელს 5,4 მილიარდი ყალბი ანგარიში დახურა

Image result for Facebook has shut down 5.4 billion fake accounts this year

მიუხედავად ყალბ ანგარიშებთან გამოცხადებული ბრძოლისა, მილიონობით მსგავსი ანგარიში კვლავ რჩება ქსელში. კომპანიის ცნობით, მათ 2018 წელს 3.3 მილიარდი ყალბი ანგარიში დახურეს. სოციალური ქსელის განცხადებით, მათი ყოველთვიური მომხმარებლების თითქმის 5% ყალბ ანგარიშებს მოიცავს.  22 ოქტომბერს Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ რუსეთი, ირანი და ჩინეთი აშშ-ის მომავალ არჩევნებში ჩარევას ცდილობენ.

წყარო: https://edition.cnn.com/

 

John Lewis-ის ახალი საშობაო რეკლამა გამოვიდა

სარეკლამო ინდუსტრია მთელი წლის განმავლობაში ელის John Lewis-ის საშობაო რეკლამას და აი, ეს დღეც დადგა. კომპანიამ 2019 წლის ნამუშევარი უკვე გაუზიარა აუდიტორიას. ახალი რეკლამა დრაკონ ედგარისა და მისი მეგობრის, ავას ისტორიას მოგვითხრობს და კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რა ძალა აქვს მეგობრობასა და ზრუნვას.

წყარო: https://www.youtube.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.