fbpx

Facebook ბრენდის ლოგოს ცვლის


გააზიარე სტატია

15 წლის წინ Facebook-მა  მხოლოდ ერთი პლატფორმით – სოციალური მედიის აპლიკაციით დაიწყო, დღეს კი კომპანია მომხმარებლებს პროდუქტების კომპლექტს სთავაზობს, რომლებიც მათ თავიანთ მეგობრებთან/ოჯახის წევრებთან დაკავშირებასა და ბიზნესის განვითარებაში ეხმარება. 

ფეისბუქის ინფორმაციით, იცვლება მხოლოდ კომპანიის და არა აპლიკაციის ბრენდინგი.

“ჩვენ ვაახლებთ ჩვენი კომპანიის ბრენდინგს, რომ უფრო მკაფიო გავხადოთ Facebook-ის პროდუქცია. წარმოგიდგენთ კომპანიის ახალ ლოგოს და ამ გზით ჩვენს კომპანიას ვმიჯნავთ Facebook აპლიკაციისგან, რომელიც შეინარჩუნებს საკუთარ ბრენდინგს. ხალხმა უნდა იცოდეს, რომელი კომპანიები ქმნიან მათ მიერ გამოყენებულ პროდუქტებს. ჩვენი მთავარი სერვისებია: Facebook App,  Messenger, Instagram, WhatsApp, Oculus, Workplace, Portal და Calibra”.  

ახალ ლოგოში გამოყენებულია ჩვეული ტიპოგრაფია და „დიზაინი შექმნილია მარტივად აღსაქმელად“, რათა შეიქმნას „კომპანიასა და აპლიკაციას შორის ვიზუალური განსხვავება“, – აცხადებენ ფეისბუქში. ლოგოში გამოყენებული სხვადასხვა ფერები განსხვავებულ ბრენდებს წარმოადგენენ: ცისფერი (Facebook), ვარდისფერი (Instagram) , მწვანე (WhatsApp) და ა.შ. 

 

 

უახლოეს დღეებში ახალი ლოგო ფეისბუქის სხვადასხვა პლატფორმაზე გამოჩნდება, ასევე განახლდება კომპანიის მარკეტინგული მასალები და შეიქმნება ახალი ვებსაიტი. 

From Facebook IG Settings

 

ორიგინალი: https://newsroom.fb.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.