fbpx

პატი სმიტის წარმოსახვა ინსომნიის დასაძლევად


გააზიარე სტატია



ილი  მოქმედებს  როგორც ტვინში ჩაშენებული  თერაპიული მექანიზმი და ჩვენს ნეგატიურ განწყობას არეგულირებს, გარდა ამისა, გამოდევნის ნეიროდეგენერაციული დაავადებების გამომწვევ ტოქსინებს და გვეხმარება თავი დავიცვათ, მაგალითად, ისეთი დაავადებისგან, როგორიცაა ალცჰაიმერი. იმ შემთხვევაში, თუ საკმარისად ვერ გამოვიძინებთ, ჩვენი ქმედითუნარიანობაც  მნიშვნელოვნად ქვეითდება.


ინსომნია ვერაგი  და “პარაზიტული” აშლილობაა, რომელიც  პატრონის ხარჯზე იკვებება და ამავე დროს შთანთქავს ჩვენს ყოფიერებას. უძილობისგან თავის დასაღწევად არსებობს უამრავი მეთოდი, რომელსაც ხალხური ან ტრადიციული მედიცინა გვთავაზობს, თუმცა იმ რჩევებს შორის, რომელიც ოდესმე წამიკითხავს,  ყველაზე სასიამოვნო იყო მონაკვეთი ცნობილი ამერიკელი მუსიკოსისა და პოეტის – პატი სმიტის წიგნიდან “მაიმუნის წელიწადი”, რომელშიც ავტორი ოცნებისა და რეალობის ზღვარზე იმყოფება და აღწერს, როგორია მისი მეთოდი ძილის მოსაგვრელად. 

Patti Smith (Photograph: Jesse Ditmar)

2016 წლის არჩევნების თავბრუდამხვევი ინფორმაციის შუაგულში, როდესაც “მზაკვრული უძილობა” უშფოთველად იჭრება მის ღამეებში, სმიტი მიმართავს ძველ გონებრივ თამაშს, რომლითაც  საკუთარ თავს ძილისკენ მიიტყუებს – ესაა ერთგვარი ჩრდილების თეატრი გონებაში, რომელიც მელვილის მიერაა შთაგონებული.

პატი სმიტი წერს: თავს ვეშაპმჭერი ხომალდის მეზღვაურად წარმოვიდგენ, რომელიც დიდი ხნით წავიდა  ვოიაჟში. ჩვენ ძლიერი შტორმის შუაგულში ვიმყოფებით, კაპიტნის გამოუცდელი შვილი კი შემთხვევით ბაგირს ფეხს ადგამს და ოკეანეში ვარდება.  უშიშარი მეზღვაური ბიჭის კვალდაკვალ მორევში ეშვება. რამდენიმე წუთში თოკებით წყლიდან გემბანზე მეზღვაური ამოჰყავთ, რომელსაც ბიჭი ჰყავს მიხუტებული. მეზღვაურს კაპიტანთან ელოდებიან. აცახცახებული და სველი, გაოცებული მეზღვაური თვალებს აქეთ-იქით აცეცებს. კაპიტანი, რომელიც დიდი ემოციურობით არ გამოირჩევა, შვილის გადამრჩენელს გულში იკრავს. “შენ  ჩემი შვილის სიცოცხლე იხსენი… მითხარი, რა შემიძლია გავაკეთო შენთვის”, – კითხულობს კაპიტანი.  

დარცხვენილი გმირი თითოეული მეზღვაურისთვის რომის გარკვეული დოზას ითხოვს.  არის, – ამბობს კაპიტანი, მაგრამ ამით შენ რა? ორჭოფობის შემდეგ, მეზღვაური პასუხობს:  დიდი ხანია, რაც გემბანის ხმელ იატაკზე მძინავს, არც მახსოვს, ბოლოს როდის მეძინა ადამიანურად… კაპიტანი მეზღვაურული  თავმდაბლობით, საკუთარ საწოლს სთავაზობს, შემდეგ კი შვილის ოთახისკენ მიემართება. 

მეზღვაური  კაპიტნის ცარიელი საწოლის წინ დგება. ბატის ბუმბულის ბალიშები და მსუბუქი გადასაფარებელი. იქვე, ფეხებთან, ტყავის მასიური ფუნდუკი დევს.  მეზღვაური საკუთარ თავს გადააბიჯებს, სანთელს ჩააქრობს და უშფოთველ ძილს მიეცემა.

ეს ის თამაშია, რომლის იდეაც, მელვილის კითხვისას დამებადა. მე ამ მეთოდს უძილობის დროს მივმართავ. მას  სააბაზანოდან პირდაპირ საწოლში გადავყავარ და შემდეგ კი ღრმად ვიძინებ”.

ორიგინალი: https://www.brainpickings.org/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.