ჰოლივუდში გამართულ აზიური ფილმების ფესტივალზე დიტო ცინცაძემ საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მიიღო
გააზიარე სტატია
ჰოლივუდში, ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიის ფარგლებში, აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალი გაიმართა, სადაც დიტო ცინცაძეს საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადასცეს ფილმისთვის “შინდისი”.
კინოფესტივალზე ძირითადად ის ფილმები იყო წარმოდგენილი, რომლებიც ოსკარისა და ოქროს გლობუსის ნომინაციებისთვის იბრძვიან.
შეგახსენებთ, რომ სწორედ ცინცაძის ფილმი წარადგინა საქართველომ 2020 წლის ოსკარზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში მოსახვედრად.
ფილმი რეალურ ამბავს ეფუძნება და ის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩვიდმეტი ქართველი ჯარისკაცის გმირული ბრძოლის ამბავს მოგვითხრობს.
სულ ცოტა ხნის წინ “შინდისი” ვარშავის კინოფესტივალის გამარჯვებულიც გახდა. დაჯილდოების ცერემონიაზე ფილმმა კინოფესტივალის გრან პრი მიიღო, ხოლო დიტო ცინცაძე საუკეთესო რეჟისორის პრიზით დაჯილდოვდა.
ამჟამად “შინდისი”, როგორც საქართველოს კანდიდატი ფილმი, ლოს-ანჯელესში ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიაშია ჩართული.