გალაკტიონის ლექსები ქართველი მხატვრების ნამუშევრებთან ერთად
გააზიარე სტატია
დღეს გალაკტიონის დაბადების დღეა. ჩვენ კი მის ცნობილ ლექსებს ქართველი მხატვრების ნამუშევრებთან ერთად წარმოგიდგენთ.
“მთები აჭრელდა როგორც ჟირაფი,
მატარებელი მიჰქრის ბინდებად,
ახლა იწყება წიფის გვირაბი,
თქვენ ხომ არაფრის შეგეშინდებათ?”
გალაკტიონი
ქალავ!
გულო, ოცნებას მალავ!
ცაო, ლურჯდება ზოლი!
ვაჟი: – დაიცა, ქალავ!
ქალი: – დაგიბრმა თოლი!
შორით ბრუნდება წყალი,
ნისლი იცრება მთაში.
– არა! – ჩურჩულებს ქალი.
– კარგი! – ამშვიდებს ვაჟი.
გულო, ოცნებას მალავ,
ცაო, ლურჯდება ზოლი.
ისევ: – დაიცა, ქალავ!
ისევ: – დაგიბრმეს თოლი!
გალაკტიონი
“თქვენ გენატრებათ ლოჟა, პარტერი.
თქვენ გინდათ გახდეთ მილიარდელი.
მე კი ვარჩევდი გზას უნაპიროს,
ცოტა სიყვარულს და ღერ პაპიროსს.”
გალაკტიონი