fbpx

ნიკოლას კეიჯი შეასრულებს ნიკოლას კეიჯის როლს, ფილმში ნიკოლას კეიჯის შესახებ


გააზიარე სტატია

 

გავრცელებული ინფორმაციით, ნიკოლას კეიჯი მოლაპარაკებებს აწარმოებს როლის მისაღებად თავისი თავის შესახებ ფილმში, რომლის რეჟისორიც კვენტინ ტარანტინო იქნება.

ფილმი დაუვიწყარი სათაურით “უდიდესი ტალანტის გაუსაძლისი ტვირთი” მოლაპარაკებების ბოლო სტადიაშია, და მას სავარაუდოდ სტუდია Lionsgate გაუძღვება.

სცენარის ავტორები არიან ტომ გორმიკანი (That Awkward Moment) და კევინ ეტენი (Ghosted).  

ფილმი 90-იანებში ვითარდება, ხოლო კეიჯი თავისი თავის ეგოისტურ ვერსიას საყვედურობს იმის გამო, რომ ის ცნობილი ვერ გახდა და მონაწილეობა მიიღო ძალიან ბევრ დაბალბიუჯეტიან ფილმში. 

კეიჯის გმირი ასევე ცდილობს საკმაოდ დიდი ვალის დაფარვას, რის გამოც თანხმდება მექსიკური ნარკოკარტელის წევრის (თაყვანისმცემლის) დაბადების დღეზე გამოჩენას, რომელსაც კეიჯისთვის თავისი დაწერილი სცენარის ჩვენება სურს. 

დაბადების დღის განმავლობაში კეიჯმა ასევე უნდა გაართოს კარტელის წევრის თინეიჯერი ქალიშვილი. 

ამ ეტაპზე უცნობია თუ განიხილება სხვა კანდიდატურა კეიჯის როლზე, თავად ნიკოლას კეიჯის გარდა.

 

ორიგინალი: https://www.independent.co.uk/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.