fbpx

18 ნოემბერი დილიდან


გააზიარე სტატია

 

ლაშა ტალახაძემ თურქეთში მიმდინარე ნაიმ სულეიმანოღლუს სახელობის საერთაშორისო ტურნირზე ატაცში, აკვრასა და ორჭიდში, ჯამში 208/242/450 კგ დასძლია და სამი ოქროს მედალი მოიპოვა.

ტურნირზე, სადაც 23 ქვეყნის წარმომადგენელი გამოდიოდა, ლაშა ტალახაძე აბსოლუტური გამარჯვებული გახდა.

ამ შეჯიბრზე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები გათამაშდა.

 

პრემია იკა-2019 იწყება

პრემია “იკა”, რომელიც კულტურის დარგში გაიცემა, უკვე მეორედ ტარდება. პრემია მიზნად ისახავს სახელოვნებო დარგში მოღვაწე ნიჭიერი შემოქმედი ახალგაზრდების აღმოჩენას, მათი საზოგადოებისთვის გაცნობას, მოტივაციის ამაღლებას, პროფესიულ ზრდაში დახმარებასა და შემოქმედების პოპულარიზაციას.  2019 წელს იკას პრემია არაერთი სიახლით ხვდება. 2018 წელს პრემიის ნომინაციები შეიცვალა და წელს შემდეგ ნომინაციებში გაიცემა: მუსიკა, პოსტერის დიზაინი, კედლის მხატვრობა/Street art, IKA IMPACT, საერთაშორისო აღმოჩენა. 

პრემია “იკას” ჰყავს კულტურის ატაშეები, საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები სხვადასხვა სფეროდან, რომლებიც თავის სფეროში რეალიზებული ადამიანები არიან. ისინი თავად პოულობენ ამა თუ იმ ნომინაციაში წარსადგენ კანდიდატებს და მათ ნამუშევრებს წარუდგენენ ჟიურის, რომლებიც ხედავენ მხოლოდ კონკრეტულ ნამუშევრებს, ხოლო ავტორის სახელი და გვარი ჟიურის წევრებისათვის უცნობია. ნომინირებული კანდიდატების დაჯილდოება მოხდება დეკემბრის ბოლოს.

 პრემია “იკა” იკა კაკულიას პატივსაცემად დაარსდა. იკა თავად იყო ნიჭიერი ახალგაზრდა შემოქმედი, რომელმაც დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. მუშაობდა დიზაინის მიმართულებით და ბოლო პერიოდში მოღვაწეობდა კრეატიულ ინდუსტრიაში. 

 

ქეთი მელუამ გორის ქალთა გუნდთან ერთად მასშტაბური ევროპული ტურნე დააანონსა

Image may contain: 1 person, text and closeup

ქეთი მელუა საკუთარ მსმენელს სასიამოვნო ამბავს უზიარებს და საკუთარ გვერდზე წერს, რომ მასშტაბურ ტურნეს გეგმავს. “ბედნიერი ვარ! 2020 წლის ახალი ტურნე საკუთარ ბენდთან ერთად! მთელი გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით, ასევე ირლანდიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში”, – წერს ქეთი მელუა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე. აღსანიშნავია, რომ ტურნე გორის ქალთა გუნდთან ერთად ჩაივლის. გარდა ამისა, მელუამ ახალი ალბომიც დააანონსა. ბილეთების შეძენა 22 ნოემბრის დილის 10 საათიდან იქნება შესაძლებელი.

წყარო: https://www.facebook.com/

 

Instagram ვიდეოს დამუშავების ახალ ფუნქციას ტესტავს.

ფუნქციის საშუალებით სოციალური ქსელის მომხმარებლები შეძლებენ 15-წამიანი ვიდეო ჩაწერონ, გაარედაქტირონ, მუსიკა შეურჩიონ, სიჩქარე განუსაზღვრონ და ამავდროულად ის სხვა ვიდეოებს შეურწყან. 

წყარო: https://www.theverge.com/

 

Instagram-ის “სთორიზე” მუსიკას უკვე საქართველოდანაც ატვირთავთ.

Instagram-ის ქართველი მომხმარებლებისთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს: Instagram-ის “სთორიზე” მუსიკას უკვე საქართველოდანაც გააზიარებთ. Instagram Stories-ში Pandora-დან და Spotify-დან მუსიკისა და პოდსკატების გაზიარება ამ დრომდე საერთაშორისო მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იყო, თუმცა აღნიშნული ფუნქცია არ მოქმედებდა საქართველოში.

 

Joker-ის შემოსავლებმა $1 მილიარდს მიაღწია

Image result for Box Office: ‘Joker’ Becomes First R-Rated Movie to Hit $1 Billion

ეს რეკორდული მაჩვენებელია R-კატეგორიის კინოსურათისთვის – ფილმისთვის, რომლის კინოთეატრში ნახვა ძალადობრივი სცენებისა თუ უცენზურო ლექსიკის გამო ჩვიდმეტ წლამდე მოზარდებისთვის შეზღუდულია. ამის მიუხედავად ჯოკერმა მოახერხა და ჯერ Deadpool-ის რეკორდი გააუმჯობესა, ახლა უკვე პირველია ამგვარი ტიპის ფილმებს შორის, რომლის შემოსავლებმაც მილიარდ დოლარს გადააჭარბა. 

წყარო: https://variety.com/2019

 

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.