fbpx

თბილისში ოსკარის ნომინანტი რეჟისორი სტივენ ფრირზი ჩამოდის


გააზიარე სტატია

ოსკარის ორგზის ნომინანტი ბრიტანელი რეჟისორი, სტივენ ფრირზი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში დედაქალაქს ეწვევა.

ბერლინალეს ვერცხლის დათვის მფლობელ რეჟისორს კარლოს რეიგადასთან და ირაკლი კვირიკაძესთან ერთად კინოხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო პრომეთე გადაეცემა.

ფრირზის ფილმოგრაფია 60-ზე მეტ მოკლემეტრაჟიან და სრულმეტრაჟიან ფილმს ითვლის. გარდა ამისა, გადაღებული აქვს არაერთი სატელევიზიო ფილმი და სერიალი.

მის კინოკარიერაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმი “სახიფათო კავშირებია”. 1988 წელს გადაღებულ დრამას 3 ოსკარი აქვს მიღებული, მათ შორის საუკეთესო სცენარისთვის. კინოსურათში მთავარ როლებს ისეთი მსახიობები ასრულებენ, როგორებიც არიან: გლენ ქლოუზი, მიშელ პფაიფერი, უმა თურმანი, ჯონ მალკოვიჩი, კიანუ რივზი და ა.შ.

 

 

რეჟისორის გადაღებულია ოსკარის ექვსგზის ნომინანტი ფილმი “დედოფალი”. ელიზაბეტ მეორეს შესახებ გადაღებულ ფილმში მთავარ როლს ლეგენდარული ბრიტანელი მსახიობი ჰელენ მირენი ასრულებს. სწორედ ამ როლისთვის მიიღო მსახიობმა ოსკარი.

 

 

ფრირზის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი რეალურ ამბავზე დაფუძნებული ფილმი “ფილომენაა”. სურათმა ოსკარის 4 ნომინაცია მიიღო. მთავარი როლის შეუდარებლად თამაშისთვის კი ნომინაცია დაიმსახურა ჯუდი დენჩმაც.

 

 

რეჟისორის ბოლო, ყველაზე გახმაურებული კინოსურათი კი “ფლორენს ფოსტერ ჯენკინსია”. კინოსურათმა ოსკარის ორი ნომინაცია მიიღო. ფილმში კი მთავარ როლს ჩვენი დროის ყველაზე დიდებულ მსახიობად აღიარებული მერილ სტრიპი ასრულებს. 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.