fbpx

რა სიახლეს სთავაზობს Google Maps მოგზაურებს?


გააზიარე სტატია

 

Google Maps-მა ახალი  ფუნქცია წარადგინა, რაც მოგზაურობისას ადამიანებთან კომუნიკაციას ბევრად მარტივს გახდის, იმ შემთხვევაში, თუ მათ ენაზე ვერ საუბრობთ. კომპანიის Text-to-speech ტექნოლოგიის დახმარებით, გუგლის რუკა თქვენ მიერ აპლიკაციაში ჩაწერილ ტექსტს ავტომატურად თარგმნის და ხმამაღლა წაიკითხავს ადგილობრივ ენაზე, ამისთვის კი მხოლოდ აუდიოღილაკზე დაჭერაა საჭირო. ეს ტექსტი შეიძლება იყოს თქვენი სასტუმროს მისამართი ან ღირსშესანიშნაობის დასახელება. შეიძლება ითქვას, რომ Google Translate ჩაშენებულია Google Maps-ში.

რატომ გჭირდებათ Google Maps იმისთვის, რომ  თქვენი სასტუმროს მისამართი ადგილობრივ ენაზე “წარმოთქვას”? Google Maps-ის პროექტის მენეჯერმა ლაზლო დე ბრისაკმა ყურადღება გაამახვილა იმ სიტუაციაზე, რომელშიც ყველა მოგზაური მოხვედრილა:  

“Google Maps-მა მოგზაურობა გაადვილა. სასტუმროს დაჯავშნამდე შეგიძლიათ  სამეზობლო დაათვალიეროთ, ავტომატურად თარგმნილი შეფასებებით კი ნახოთ, რა რეკომენდაციას უწევენ ადგილობრივები ახლომდებარე რესტორნებს.

თუ უცხო ქვეყანაში ხართ და მათ ენაზე არ ლაპარაკობთ, გარშემო სიარული მაინც რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვინმესთან საუბარია საჭირო, მაგალითად: ტაქსისტთან საუბრის დროს, ან როდესაც ადგილობრივ მცხოვრებს კონკრეტულ მიმართულებებს ეკითხებით”.

ახალი ფუნქცია IOS და ანდროიდის მომხმარებლებისთვის ნოემბრის ბოლოდან იქნება ხელმისაწვდომი და ის 50 ენას მოიცავს.

ორიგინალი: https://www.fastcompany.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.