fbpx

მეცნიერების თქმით, წლევანდელი ოქტომბერი ყველაზე ცხელი იყო, რაც ისტორიაში დაფიქსირებულა


გააზიარე სტატია


ევროკავშირის მონაცემების მიხედვით, ახლანდელი  საშუალო ტემპერატურა 1,1 ცელსიუსით უფრო მეტია, ვიდრე ბოლო 30 წლის განმავლობაში იყო.

ევროპელი მეცნიერები ამბობენ, რომ გასული  ოქტომბერი მთელი ისტორიის განმავლობაში ყველაზე ცხელი თვე იყო.

2019 ოქრომბერი 0,69 გრადუსით უფრო მაღალი, ვიდრე 1981-2010 წლებში დაფიქსირებული საშუალო ტემპერატურა – განაცხადა კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურმა. მათ 2015 წლის ოქტომბერი რეკორდების სიიდან ამოიღეს.

ევროპაში ოქტომბერი 1,1 გრადუსით მეტი იყო, ვიდრე ოქტომბრის საშუალო ტემპერატურა ამავე პერიოდის სხვა წლებში


კვლევის მიხედვით, ის ფაქტი, 2019 წელი ისტორიაში დაფიქსირებულთაგან  ყველაზე თბილია, აგრძელებს გლობალური დათბობის ტენდენციას, რაც სათბურის გაზების გაზრდით არის გამოწვეული.


ბოლო 12 წლის განმავლობაში გლობალური ჰაერის ტემპერატურა საშუალოდ აღემატებოდა 1981-2010 წლების საშუალო ტემპერატურას მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში, ასევე არქტიკაში.

კოპერნიკის  მეცნიერებმა განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში ტემპერატურა “საშუალოზე შესამჩნევად მაღალი” არქტიკის ზოგიერთ ნაწილში, ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთში, ახლო აღმოსავლეთში, რუსეთისა და აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილში იყო. შესამჩნევად მაღალი ტემპერატურა ბრაზილიის სამხრეთ ნაწილში, სამხრეთ აფრიკაში, სამხრეთ და დასავლეთ ავსტრალიასა და აღმოსავლეთ ანტარქტიდაზეც დაფიქსირდა.

ოქტომბრის მონაცემები იმ დღეს გამოქვეყნდა, როცა მთელი მსოფლიოს მეცნიერებმა გაავრცელეს ერთობლივი წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ “გამოუთქმელ ტანჯვას” ვერ ავირიდებთ, თუ ჩვენი ცხოვრების წესში ცვლილებები არ განხორციელდა.

“40-წლიანი გლობალური მოლაპარაკებების მიუხედავად, ამ კრიზისთან გამკლავება მაინც ვერ შევძელით”, – აღნიშნა ორეგონის უნივერსიტეტის ეკოლოგიის პროფესორმა უილიამ რიპლიმ.

2001 წლის შემდეგ  ყველაზე ცხელი 18 წელი დაფიქსირდა,  2016 წელი კი ყველაზე ცხელი იყო 169-წლიანი მონიტორინგის ისტორიის  მიხედვით.


ბრიტანული მეტეოროლოგიური ბიუროს მიხედვით, ახლანდელი ათწლეული პლანეტის ყველაზე თბილი პერიოდი იქნება – “ველით, რომ 2019 წელი შეინარჩუნებს ყველაზე ცხელი წლის სტატუსს”.


ორიგინლი:https://www.independent.co.uk/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.