fbpx

“თუთუ კოსმონავტი” – ცნობილი ქართველი ხელოვანის, თუთუ კილაძის ნამუშევრებით შექმნილი ახალი ბრენდი


გააზიარე სტატია

გაგაცნობთ ახალ ბრენდს, რომელიც ცნობილი ქართველი ხელოვანის, თუთუ კილაძის ნამუშევრებით არის შთაგონებული და თითოეულ ნამუშევარს სპეციალურად “თუთუ კოსმონავტისთვის” ქმნის. გთავაზობთ ინტერვიუს ბრენდის დამფუძნებელ ნინო ჩოკოშვილთან.

 

მოგვიყევით, საიდან გაგიჩნდათ თუთუ კოსმონავტის შექმნის იდეა?

დიდი ხანია გვინდოდა სამოსზე ნაქარგის გამოყენება და ვეძებდით შესაბამის ნამუშევარს.  თუთუს ერთ-ერთ გამოფენაზე გადავწყვიტეთ გვეცადა მისი ნამუშევრის ნაქარგში გადატანა, მისი ფერწერა იძლევა იმის საშუალებას, სულ რამდენიმე ლაქით შეიქმნას საინტერესო კომპოზიცია. ამ ექსპერიმენტმა ძალიან გაამართლა.

 

 

რა თემატიკაზე ქმნის ნამუშევრებს თუთუ ბრენდისთვის?

თუთუს აქვს სერიული ნამუშევრები აუზის და გემების თემაზე და პირველად ჩვენს ურთიერთთანამშრომლობას სწორედ თუთუს ნახატები – “აუზები” და “გემები” – დაედო საფუძვლად. შემდეგ სპეციალურად TutuCosmonaut-ისათვის შეიქმნა სერია – ტენისი, გუდაური… რამაც დიდი დაინტერესება გამოიწვია.
ვქმნით ყოველდღიურ ტანსაცმელს და აქსესუარებს: მაისურები, სპორტული სვიტრები, ჰუდები, ჩანთა-საფულეები…

 

 

სად შეიძლება პროდუქციის შეძენა

ჩვენი ნამუშევრების შეძენა შეიძლება ინსტაგრამის საშუალებით – TutuCosmonaut, ასევე ფაბრიკაში, Black Dog Shop-ში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, Museum Shop-ში. დეკემბრიდან გუდაურში, მაღაზია  Aviator-შიც შესაძლებელი იქნება ჩვენი პროდუქციის შეძენა…

 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

მომზადების პროცესშია საიტი და ასევე საერთაშორისო ბაზარზეც ვგეგმავთ  გასვლას. 

 

ფოტოს ავტორი: ბუბა ბებოშვილი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.