fbpx

როგორ შეიცვლება თქვენი ჯანმრთელობა, თუ დღეში 10 000 ნაბიჯს გაივლით…


გააზიარე სტატია

 

დღის განმავლობაში 10 000 ნაბიჯის გავლა საკმაოდ პოპულარული ფიტნეს აქტივობაა.  რა გავლენას ახდენს მოძრაობა თქვენს ჯანმრთელობაზე?

 

აუმჯობესებს გულის მუშაობას

რეგულარული ფიზიკური დატვირთვა   სისხლს ჟანგბადით ამდიდრებს, რომელიც შემდგომ  კუნთებს გადაეცემა – რაც უფრო აქტიური ხართ ფიზიკურად, ეს პროცესი ბევრად მარტივად მიმდინარეობს. 

 

აძლიერებს  ფილტვებს

ყოველდღიური ხშირი სიარული  ფილტვებსა და მიმდებარე კუნთებს აძლიერებს. რაც უფრო იზრდება თქვენ მიერ შესუნთქული ჰაერის მოცულობა, მით უფრო ეფექტურად იყენებს ორგანიზმი მას (ე.წ. VO2 = მოხმარებული ჟანგბადი დროის გარკვეულ მონაკვეთში).

 

აუმჯობესებს კონცენტრაციას

ფიზიკური დატვირთვა ხელს უწყობს ენდორფინების (ბედნიერების ჰორმონის) გამოყოფას, ამასთან, ზრდის სისხლის ნაკადს ტვინში, რაც კოგნიტურ ფუნქციებს აუმჯობესებს. შედეგად, თქვენ არა მარტო ნაკლებად განიცდით სტრესსა და დაძაბულობას, არამედ უმჯობესდება პროდუქტიულობა, კრეატიულობა და კონცენტრაცია. 

 

აძლიერებს  ძვლებს

ხანგრძლივი სიარული ხელს უწყობს ძვლების  სიმკვრივის გაუმჯობესებას და ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს.

 

ხელს უწყობს სისხლში შაქრის სტაბილიზაციას

როდესაც ფიზიკურად აქტიური ხართ, თქვენი კუნთები უფრო მეტ გლუკოზას იყენებს. აქტივობა  ინსულინს ეფექტურად მუშაობაში ეხმარება. 

 

ამცირებს არტერიულ წნევას

სიარული გეხმარებათ არტერიული წნევის მართვაში, რადგან სისხლი სისხლძარღვებში უფრო თავისუფლად მიედინება. 

 

აუმჯობესებს მოქნილობას

ფიზიკური დატვირთვა ხელს უწყობს  მოქნილობას, რაც თავის მხრივ ამცირებს ტრავმისა და ტკივილების რისკს.

 

ზრდის  ენერგიის დონეს

ყოველდღიურად 10 000 ნაბიჯის გავლა შესანიშნავი საშუალებაა ენერგიის  გასაზრდელად და დაღლილობის წინააღმდეგ საბრძოლველად, რადგან ის აძლიერებს გულს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

 

აუმჯობესებს  განწყობას

ფიზიკური დატვირთვა იწვევს ენდორფინების, სეროტონინისა და დოფამინის გამოყოფას, რომლებიც უზრუნველყოფენ კარგი განწყობის შენარჩუნებას.

 

ორიგინალი: https://www.readersdigest.ca/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.