fbpx

რჩევები მშობლებისთვის: როგორ უნდა აკონტროლოთ თქვენი შვილების ჩვევები ციფრულ ერაში?


გააზიარე სტატია

 

მედია და ციფრული მოწყობილობები დღეს ჩვენი სამყაროს განუყოფელი ნაწილია. ამ მოწყობილობების სარგებელი შეიძლება დიდი იყოს, თუკი სათანადო წესით გამოიყენებთ. მაგრამ, კვლევებმა აჩვენა, რომ პირდაპირი ურთიერთობა ოჯახთან, მეგობრებთან და მასწავლებლებთან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვის განვითარებაში. 

სამყაროში, სადაც ბავშვები “ციფრულად იზრდებიან”, მნიშვნელოვანია, რომ მათ ინტერნეტის გააზრებულად გამოყენების სწავლაში დაეხმაროთ. 

 

შექმენით ოჯახის მედიაგეგმა

გააზრებულად გამოყენების შემთხვევაში, მედიას შეუძლია გააუმჯობესოს თქვენი ყოველდღიური ცხოვრება. მაგრამ, არასათანადოდ გამოყენებისას მედია ანაცვლებს ისეთ მნიშვნელოვან აქტივობებს, როგორებიცაა: პირდაპირი კომუნიკაცია, ოჯახური სიტუაციები, ვარჯიში, თამაში და ძილი. გეგმის შესადგენად ეწვიეთ ინგლისურენოვან ვებგვერდს: https://www.healthychildren.org/

 

ციფრულ მედიას ისევე სერიოზულად უნდა მიუდგეთ, როგორც სხვა გარემოებებს

იცოდეთ, რომ რეალური ცხოვრების გარდა, უნდა გაეცნოთ თქვენი შვილების ვირტუალურ აქტივობას. დააწესეთ შეზღუდვები. გაიცანით მათი მეგობრები. იცოდეთ რა პლატფორმებს, პროგრამებსა და აპლიკაციებს იყენებენ, რომელ ვებგვერდებს სტუმრობენ და რას აკეთებენ ონლაინ სივრცეში. 

 

წაახალისეთ თამაშით

მედიის გამოყენებას, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა საქმიანობას, უნდა ჰქონდეს გონივრული შეზღუდვები. თამაში ასტიმულირებს შემოქმედებითობას. ეცადეთ, რეალური თამაშები (და არა ვირტუალური) ყოველდღიურ პრიორიტეტად აქციოთ, განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვებისთვის.

 

ონლაინ  დროის განმავლობაში, ბავშვები მარტო არ უნდა იყვნენ

ჩაერთეთ პროცესში თქვენს შვილებთან ერთად, როდესაც ეკრანთან სხედან. ითამაშეთ ვიდეოთამაშები, უყურეთ სხვადასხვა შოუს – ამით შესაძლებლობა მოგეცემათ, გაუზიაროთ საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება და უხელმძღვანელოთ კიდეც. ონლაინში ყოფნის დროს არ აკონტროლოთ, რადგან საჭიროა ინტერაქცია – ამით გაიგებთ, რას აკეთებენ და ამ ყველაფრის ნაწილიც გახდებით. 

 

შეზღუდეთ დრო

მოარიდეთ ციფრულ მედიას 18-24 თვის მცირე ასაკის ბავშვები, გარდა ვიდეოჩატისა. შეზღუდეთ ეკრანის გამოყენება სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის (2-დან 5 წლამდე), მიეცით მათ მხოლოდ 1 საათი დღის განმავლობაში. 

 

ნუ გამოიყენებთ ტექნოლოგიებს ბავშვების დასაწყნარებლად

ინტერნეტი შეიძლება ძალიან ეფექტურია ბავშვების სიმშვიდის შესანარჩუნებლად, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ერთადერთი გზა, რითაც მათ დააწყნარებთ. უნდა ასწავლოთ, როგორ გაუმკლავდნენ და მართონ ძლიერი ემოციები – სუნთქვითი ვარჯიშებით, პრობლემებზე საუბრითა და სხვა სტრატეგიებით. 

 

გააფრთხილეთ კონფიდენციალურობასა და საშიშროებებზე

თქვენი შვილები ინფორმირებულები უნდა იყვნენ კონფიდენციალურობის აუცილებლობის შესახებ. უნდა გააფრთხილოთ, რომ სექსუალური დამნაშავეები ხშირად იყენებენ სოციალურ ქსელებს, ელექტრონულ ფოსტასა და ონლაინ თამაშებს ბავშვებთან კონტაქტისა და ექსპლუატაციისთვის.

 

გამოავლინეთ ემპათია

იცოდეთ, რომ ბავშვებმა შესაძლოა შეცდომები დაუშვან, მაგრამ აუცილებელია  გამოავლინოთ ემპათია მათ მიმართ. მშობლები უნდა დააკვირდნენ შვილების ქცევას და საჭიროების შემთხვევაში, მიმართონ სპეციალისტს. 

 

ორიგინალი: https://www.healthychildren.org


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.