fbpx

მტრედმა უცნობი ჯარისკაცის საფლავიდან მოპარული ყაყაჩოებით ბუდე აიშენა


გააზიარე სტატია



ოქტომბრის დასაწყისში კანბერაში, ავსტრალიაში,  ომის მემორიალის თანამშრომლები უცნაური ამბის მომსწრენი გახდნენ. უცნობი ჯარისკაცის საფლავიდან ყაყაჩოები სათითაოდ ქრებოდა. დაკვირვების შედეგად გაირკვა, რომ ყვავილების “ქურდი” მტრედი იყო, რომელსაც მემორიალის  ვიტრაჟებზე საფლავიდან მოპარული ყაყაჩოებით ფერადი ბუდე მოეწყო.

მუზეუმის თანამშრომლების თქმით, მტრედმა ბუდე ზუსტად იმ ვიტრაჟთან მოაწყო,  რომელიც გამძლეობის სიმბოლოა და დაჭრილი ჯარისკაცის ხსოვნას ეძღვნება. ყაყაჩოების ბუდე ესაა ერთგვარი შეხსენება, რომ ცხოველები და ადამიანები ერთსა და იმავე ბრძოლის ველზე არიან.



დღეს მტრედების გამოჩენა არავის სიამოვნებს, მაგრამ მთელი ისტორიის განმავლობაში ისინი ყოველთვის მებრძოლთა საიმედო  მოკავშირეები იყვნენ.

“ადრეულ ომებში  განსაკუთრებით რთული იყო  ინფორმაციის სწრაფად გადაცემა.  პირველ მსოფლიო ომში სატელეფონო სადენები  დასავლეთის ფრონტზე გაჩაღებული ცეცხლის შედეგად განადგურდა. სწორედ ამ დროს მტრედები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ინფორმაციის ერთი ადგილიდან მეორეში გადასატანად”, – ამბობს ისტორიკოსი მელაჰ ჰემპტონი.



მეორე მსოფლიო ომის დროს 32 მტრედი  სიმამაცისა და გაწეული დახმარების გამო დიკინის მედლით დაჯილდოვდა. მათ შორის ყველაზე ცნობილი მტრედი “თეთრი ხილვაა”, რომელმაც განსაკუთრებით რთულ პირობებში, 1943 წლის ოქტომბერში, სამხედრო საჰაერო ძალებისთვის შეტყობინების გადაცემა მოახერხა.


ორიგინალი:https://www.boredpanda.com/
 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.