fbpx

თაკო ნაცვლიშვილი – ქართველი მოდელის 10 ამბავი ინსტაგრამიდან


გააზიარე სტატია

თაკო ნაცვლიშვილი ერთ-ერთი წარმატებული ქართველი მოდელია, რომელმაც 16 წლის ასაკში პარიზში ვერსაჩეს, არმანის, ელი სააბის და დიორის ჩვენებებში მიიღო მონაწილეობა. 20 წლის თაკო ახლა მილანში ცხოვრობს, მოდის მარკეტინგს და კომუნიკაციას სწავლობს. ყველაზე დასამახსოვრებელ შოუდ საკუთარი კარიერიდან Dior by Raf Simons 2015 გაზაფხული/ზაფხულის Haute Couture-ს მიიჩნევს, სამომავლოდ კი  Saint Laurent-თან თანამშრომლობას ისურვებდა. 

თაკო ამბობს, რომ თავისუფალი დრო თითქმის არ რჩება და თუკი მაინც გამონახა, სიამოვნებით იყენებს ფოტოგრაფიისთვის.  

“სხვადასხვა ქვეყანაში ფეხით სეირნობის დროს სულ აქეთ-იქით ვიყურები, მუდამ თვალებით ვეძებ საინტერესო შენობებს, ადამიანებს, Street Art-ს და ასე შემდეგ”, –  გვითხრა მან. 

 

View this post on Instagram

@giorgioarmani Thank you so much!!!

A post shared by Tako Natsvlishvili (@takonats) on

ჩემი და არმანის თანამშრომლობა პირველად 5 წლის წინ შედგა. მაშინ სულ რაღაც 16 წლის ვიყავი და პირველად მივიღე მონაწილეობა პარიზის მაღალი მოდის კვირეულის კასთინგებზე, რამაც საკმაოდ წარმატებით ჩაიარა და ჩემი კარიერის “highlight” პერიოდი აღმოჩნდა. არმანიც პირველად მაშინ  გავიცანი. პირველივე კასთინგზე ამირჩია და შოუზე დამამტკიცა. მას შემდეგ მათ 8 ჩვენებაში მივიღე მონაწილეობა.  

 

მისმა არასტანდარტულმა და ფერადმა ჩაცმულობამ მიმიზიდა, ასევე ძალიან დიდი პოზიტივი მოდიოდა ამ ადამიანისგან და,  რა თქმა უნდა, წარწერამ: when the power of love overcomes the love of power thw world will know peace,  რასაც 100%-ით ვეთანხმები.

 

View this post on Instagram

Roelof Louw // Pyramides of orange 🍊

A post shared by Tako Natsvlishvili (@takonats) on

ეს არის ლონდონში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში,  TATE Modern-ში, Roelof Louw-ის ფორთოხლის პირამიდა. ხშირად დავდივარ გამოფენებზე სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებში. ზოგადად, ხელოვნება ძალიან მიტაცებს და ვთვლი, რომ ჩემი საქმიანობა,  რასაც ვაკეთებ, პირდაპირ ხელოვნებასთან არის კავშირში. საყვარელი მუზეუმებია: NY- Whitney Museum, Paris – Pompidou, Milan Fondazione Prada, London – Tate, Vienna – Leopold Museum, საყვარელი არტისტები: Cindy Sherman, Olafur Elliasson, Mark Rothko, Kandinsky, Yves Klein

 

აქ მალტაზე ვარ დასასვენებლად.

 

View this post on Instagram

🧘🏼‍♀️

A post shared by Tako Natsvlishvili (@takonats) on

ესეც მალტაზეა – ერთ-ერთი სასტუმროს Rooftop.

 

ეს არის ფრანგული ბრენდის, Pain de Sucres-ის კამპანიის ფარგლებში გადაღებული ერთ-ერთი ფოტო.  საცურაო კოსტიუმების ბრენდია. 

 

View this post on Instagram

@arbenjy @paindesucre_officiel ❤️

A post shared by Tako Natsvlishvili (@takonats) on

ეს ვიდეო ფრანგული ბრენდის, Pain de Sucres-ის კამპანიის ნაწილია. ამ ბრენდისთვის  მუშაობს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფრანგი ფოტოგრაფი David Bellemere. ესეც მისი  გადაღებულია.

 

View this post on Instagram

@memakingart

A post shared by Tako Natsvlishvili (@takonats) on

ინსტაგრამზე “დამთაგა” ერთმა გვერდმა,  memakingart-მა, მომეწონა ნამუშევარი და მეც გავაზიარე.

 

მოდის გარდა ფოტოგრაფიით ვარ დაინტერესებული – მიყვარს ფოტოების გადაღება. ახლა მილანში  ვსწავლობ, მოდის მარკეტინგსა და კომუნიკაციაში გავდივარ ბაკალავრის კურსს. ჩემი გადატვირთული გრაფიკის გამო იშვიათად მაქვს თავისუფალი დრო და შაბათობით მეგობრებთან ერთად ბარში მივდივარ განტვირთვისთვის.

 

View this post on Instagram

Boulevard de la madeleine🇫🇷

A post shared by Tako Natsvlishvili (@takonats) on

წელიწადში რამდენიმეჯერ მიწევს პარიზში წასვლა და ყოველთვის იგივე ემოციებით ვივსები, როგორც ეს წლების წინ  განვიცადე, როცა პირველად პარიზის ქუჩებში მივაბიჯებდი. ეს დიდი ხნის წინ იყო და მას მერე ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.