fbpx

რომელი საკვები და სასმელი ზრდის კიბოს განვითარების რისკს?


გააზიარე სტატია


რთულია რეალობა და მითი ერთმანეთისგან გამიჯნო, როდესაც ყოველდღიურად ათასობით ფაქტს ისმენ.

„მარტივია გახდე ინტერნეტის, ტელევიზიისა და სოციალური სტატიების მსხვერპლი, რომლებიც სიმსივნის გამომწვევ პროდუქტებზე მიუთითებენ“, – ამბობს კრისტალ ლანგოისი, ატლანტის ჰოსპიტლის ნუტრიციოლოგიის დეპარტამენტის დირექტორი.

ის გვირჩევს, რომ ვენდოთ ისეთ წყაროებს, რომელთაც კარგი რეპუტაციის მქონე კომპანიები გვაწვდიან.

საკვები და სასმელი პროდუქტები შეიძლება ჩაითვალოს სიმსივნის გამომწვევად, ე.წ კანცეროგენად, თუ მათი მოხმარება ზრდის კიბოს განვითარების რისკს. საერთაშორისო  ორგანიზაციამ International Agency for Research on Cancer-მა (IARC) სიმსივნის კანცეროგენების კლასიფიკაცია შეადგინა. შედეგად, მიიღო მასტიმულირებელ ფაქტორთა ხუთი კლასი: ნაცნობი კანცეროგენი, სავარაუდო კანცეროგენი, შესაძლო კანცეროგენი, უცნობი კანცეროგენი და ნაკლებად სავარაუდო კანცეროგენი.

რაც შეეხება პროდუქტთა კლასიფიკაციას, IARC-მა  ასევე გამოყო საკვები და სასმელი კანცეროგენი პროდუქტები.

ალკოჰოლი

  • როდესაც ორგანიზმი მეტაბოლური პროცესების მიმდინარეობისას შლის ალკოჰოლს, წარმოიშობა აცეტალდეჰიდი. ამ ქიმიურ ნაერთს შეუძლია დნმ-ის სტრუქტურის დარღვევა, რაც სიმსივნის გამომწვევ მიზეზად შეიძლება იქცეს.
  • IARC-ის მიერ ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ რაც მეტ ალკოჰოლს მოიხმარს ინდივიდი, მით უფრო იზრდება სიმსივნური უჯრედების წარმოქმნის ალბათობა, განსაკუთრებით: თავისა და კისრის, საყლაპავის, ღვიძლის, მკერდისა და ნაწლავების უბნებში.
  • თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ალკოჰოლის ნებისმიერი რაოდენობა მავნეა ადამიანის ორგანიზმისთვის. ექსპერტების რეკომენდაციით, ქალებისთვის დღეში ერთი ჭიქა ღვინო შესაძლოა სასარგებლოც კი აღმოჩნდეს, ხოლო მამაკაცებისთვის – ორი.

დამუშავებული ხორცი

  • ბეკონი, ძეხვი, პეპერონი, ჰოთ-დოგი,  სალიამი
  • ჩატარებულმა გამოკვლევებმა დაადგინეს, რომ ყოველდღიურად 50 გრამი გადამუშავებული ხორცის ჭამა – რომელიც დაახლოებით ოთხი ცალი ბეკონი ან ერთი ჰოთ-დოგია – 18 პროცენტით ზრდის კოლორექტალური კიბოს განვითარების რისკს. 

წითელი ხორცი

  • ძროხის, ხბოს, ღორის, ცხვრის,  ცხენისა და თხის ხორცი 
  • დიდი რაოდენობით წითელი ხორცის მიღება დაკავშირებულია კოლორექტალურ, პანკრეასის და პროსტატის კიბოსთან.

მაღალ ტემპერატურაზე მომზადებული ხორცი

მაღალი ტემპერატურის ხორცი ქმნის ქიმიკატებს, რამაც შესაძლოა თქვენს დნმ-ში  ცვლილებები გამოიწვიოს.
ხორცის მომზადებისას, გირჩევთ საშუალო ტემპერატურაზე გამოცხობას ან მოხარშვას. ასევე, ხორცის დამარილებამ შესაძლებელია კანცეროგენების წარმოქმნის რისკიც შეამციროს. 

 

ორიგინალი: https://www.cancercenter.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.