fbpx

Killages – SOUNDWAVE-ის ახალი სეზონის მეორე სესია


გააზიარე სტატია

 

საქართველოში ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთი მუსიკალური პროექტი გაიმართა და ისინი თითქმის ყველა გემოვნების მსმენელზეა მორგებული. სწორედ ერთ-ერთი მათგანია SOUNDWAVE, რომელიც მინერალური წყლის, “ლიკანის” და Velvet Session-ის ერთობლივი პროექტია.

სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, 14 ნოემბერს, ფაბრიკა Rooftop-ში ქართული ალტერნატიული როკ-ბენდის, Killages ლაივ-კონცერტი გაიმართა. ბენდის მსმენელები და თავად პროექტის გულშემატკივრები სიცივეს არ შეუშინდნენ და მიუხედავად ღია ლოკაციისა და შემოდგომის სუსხიანი საღამოსი, კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა.

როგორც ბენდის სოლისტმა, გუგა მაჭარაშვილმა აღნიშნა, ხალხის სიმრავლემ ისინი გააოცა და გაახარა.   ბენდი 2019 წლის დეკემბერში სადებიუტო ალბომის გამოსვლას აანონსებს.

ტატა ქათამაძე, “ლიკანის” ბრენდ მენეჯერი: “ ამ სეზონზე პროექტის ეს რიგით მეორე ღონისძიებაა Zola Jesus-ის შემდეგ. ძალიან მიხარია, რომ მიუხედავად სუსხიანი ამინდისა, მსმენელი მაინც მოვიდა და ძალიან ისიამოვნა.”

ელენე გვეტაძე, Velvet Session-ის დამფუძნებელი: “ძალიან ბედნიერი ვარ, რომ SOUNDWAVE – ის მეორე სეზონი დავიწყეთ. რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ვაგრძელებთ ჩვენი წვლილის შეტანას ქართული მუსიკის განვითარებაში. SOUNDWAVE-მა დაიმკვიდრა თავისი ადგილი ქართველ მსმენელში და მოიპოვა მათი ნდობა.  ნელ-ნელა ვიზრდებით და ვანვითარებთ ჩვენს საქმიანობას, წინ დიდი გეგმები გვაქვს. 

Killages – ახალგაზრდა ბიჭებისგან შემდგარი ბენდია,  ისინი საინტერესო მუსიკას ქმნიან და მსმენელის დიდი არმიაც ჰყავთ, რაც დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა. ძალიან სასიამოვნო საღამო გამოგვივიდა.”

Killages 4 წევრისგან შედგება: გუგა მაჭარაშვილი, ანრი ყაველაშვილი, გიორგი ლიპარტელიანი, რატი რატიანი.ბენდი  2017 წელს შეიქმნა და საკმაოდ მოკლე დროში პოპულარობა მოიპოვა. 

ჯგუფმა Altervision Newcomers-ის კონკურსში გამარჯვების შემდეგ საქართველოში გამართულ თითქმის ყველა ფესტივალში მიიღო მონაწილეობა და გასულ ზაფხულს ქვეყნის ფარგლებსაც გასცდა, კერძოდ, პოლონეთში, Majunia Festival-ზე დაუკრა.

SOUNDWAVE – ცოცხალი მუსიკის  ტალღაა, რომელსაც მინერალური წყალი “ლიკანი” და Velvet Session წარმოგიდგენთ. იგი ყოველ თვე მიზნად ისახავს ცოცხალი მუსიკის დაუვიწყარი საღამოების მოწყობას, სადაც მსმენელსა და მუსიკოსებს შორის ჯადოსნური კავშირი მყარდება. როგორც თავად ამბობენ, ცოცხალი სესიები არის უნიკალური, სახასიათო, ერთმანეთისგან განსხვავებული და ყოველთვის ღია ექსპერიმენტებისთვის.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.