fbpx

უნიკალური ექსპონატები ნიუ-იორკის Metropolitan-ის მუზეუმიდან


გააზიარე სტატია


The Metropolitan Museum of Art – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ყველაზე პოპულარული  მუზეუმია. ის 1870 წელს დაარსდა და მას შემდეგ თავი მოუყარა ათასობით ხელოვნების ნიმუშს ევროპიდან, აფრიკიდან, აზიიდან, ამერიკის კონტინენტებიდან და ოკეანეთის ქვეყნებიდან. 

მუზეუმში რამდენიმე მიმართულებაა,  მაგალითად: ამერიკული დეკორატიული ხელოვნება, ძველი აღმოსავლეთის ხელოვნება, იარაღები, მსოფლიო ხალხთა კოსტიუმები, ძველეგვიპტური ისტორია და ხელოვნება, ევროპული მხატვრობა, თანამედროვე ხელოვნება, მუსიკალური ინსტრუმენტები და ფოტოგრაფია. 

მუზეუმის ფოტოგრაფიის დეპარტამენტმა საცავში დაცული 406 000 ნიმუში მაღალი რეზოლუციით გააციფრულა, ხოლო 11 000-ზე მეტი გამოსახულება სრულიად უსასყიდლოდ  გახადა ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისათვის. ონლაინ არქივში ატვირთული ყველაზე ძველი ნიმუშები 1830 წლით თარიღდება. ისინი დახარისხებულია გეოგრაფიული პრინციპის, ბეჭდვის მეთოდის, ასევე ავტორის სახელისა და გადაღების პერიოდების მიხედვით. 

მუზეუმის წარმომადგენელთა თქმით, გაციფრულების პროცესი გრძელდება და ონლაინ-არქივით შეუძლიათ ისარგებლონ როგორც ცნობისმოყვარე  ადამიანებმა, ასევე მეცნიერებმა, ისტორიკოსებმა და სხვა პროფესიის წარმომადგენლებმა. 

ნახეთ ონლაინ არქივის რამდენიმე საინტერესო გამოსახულება.

The Metropolitan Museum of Art-ის ონლაინ საცავში ინახება ფრანგი იურისტის, აკადემიკოს ალფონს ბერტილიონის ე.წ. ანთროპომეტრიის მეთოდით შექმნილი ანარქისტების ფოტობარათები.

(ანთროპომეტრია – ანთროპოლოგიური კვლევის მეთოდურ ხერხთა ერთობლიობა, ადამიანის მთელი სხეულის და მისი ცალკეული ნაწილების გაზომვა და აღწერა). კრიმინალისტიკის განვითარების ადრეულ პერიოდში, დამნაშავეთა იდენტიფიცირების ბერტილიონის მეთოდს აქტიურად იყენებდნენ სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავები. 

 

1853-1856 წლებში ფრანგი ნეიროთერაპევტი გიომ დიუშენი ელექტროთერაპიას სწავლობდა. მიმიკურ კუნთებზე ზემოქმედებას კი, დაგეროტიპის პრინციპით, ფოტოგრაფი ადრიენ ტურნაშონი აფიქსირებდა.  

 

ასევე ძალიან საინტერესოა ლუი იგუტის ფოტოალბომი „პოზების კვლევა“, რომელიც 1880 წელს შეიქმნა. ეს იყო ერთგვარი სახელმძღვანელო ფოტოგრაფებისა და მხატვრებისათვის სხეულის პროპორციების, ფორმების შესასწავლად.

 

The Metropolitan Museum of Art-ის ონლაინ საცავში ინახება ვიქტორიანული პერიოდის ინგლისელი ფოტოგრაფის, ჯულია მარგარეტ კამერონის ნამუშევრები.

 

 

მუზეუმის ონლაინ-არქივში გაციფრული სხვა უნიკალური მასალა:

ინდიელთა ტომის, ოტო-მისურის დელეგაცია აშშ-ის მთავრობასთან სამშვიდობო შეთანხმების თემაზე. 1881. ავტორი: ჯონ ჰილერსი

 

The Metropolitan Museum of Art-ის ონლაინ არქივი.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.