fbpx

“გაცოცხლებული” მონა ლიზა: როგორია ლუვრის ვირტუალური რეალობის გამოფენა?


გააზიარე სტატია

საუკუნეების შემდეგ, რაც ლეონარდო და ვინჩმა ნახატი მონა ლიზა შექმნა, მისი მემკვიდრეობა  სახელოვნებო დაწესებულებებისთვის კვლავ შთაგონების წყაროა მთელ მსოფლიოში.

და ვინჩის გარდაცვალების 500 წლისთავთან დაკავშირებით პარიზის ლუვრის მუზეუმმა შეიმუშავა მისი კარიერის გრანდიოზული რეტროსპექტივა. 

 

გამოფენა მოიცავს ლუვრის კოლექციას, რომელიც მხატვრის 5 ნამუშევრისგან შედგება, ასევე  22 ნახატს და 120 სხვა ნამუშევარს (ხელნაწერი, ქანდაკება და სხვა).

ლეონარდო და ვინჩის გამოფენის ბოლო სეგმენტის სახელწოდებაა “მონა ლიზა: შუშის მიღმა”, რაც გულისხმობს  ნახატის ვირტუალურ რეალობაში დათვალიერებას სპეციალური სათვალის გამოყენებით, თანაც ყოველგვარი ბარიერების (ხალხმრავლობა, შუშა) გარეშე. 

მუზეუმმა ამ იდეის განსახორციელებლად HTC Vive Arts-სა და  Emissive VR-სთან ითანამშრომლა. გამოფენაზე სტუმრობა 2020 წლის 24 თებერვლამდეა შესაძლებელი. 

შვიდწუთიანი სესიის განმავლობაში დამთვალიერებლები დროში იმოგზაურებენ და მონა ლიზას ისტორიას გაეცნობიან. The HTC Vive-ის ყურსასმენების დახმარებით ისინი გაიგებენ, თუ რა ტექნიკით შექმნა მხატვარმა ეს ნამუშევარი, ასევე გამოაშკარავდება, როგორ გამოიყურება ლიზა დელ ჯოკონდო (ნახატის მთავარი გმირი) 3D-ში, ადგომის და მოძრაობის დროს. 

თუ პარიზის სტუმრობა თქვენს გეგმაში არ შედის, გამოფენის ონლაინ ნახვა Viveport.com-ზე შეგიძლიათ. 

ორიგინალი: https://mymodernmet.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.