fbpx

პრემია იკა 2019-ის დაჯილდოება 20 დეკემბერს გაიმართება


გააზიარე სტატია

 

“პრემია იკა” კულტურის დარგში  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრემიაა, რომელიც წელს უკვე მეორედ ჩატარდება და კიდევ ერთხელ დაგვეხმარება ნიჭიერი შემოქმედი ადამიანების აღმოჩენაში. 

პრემია 2018 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს ნიჭიერი ადამიანების პროფესიული ზრდის პროცესში დახმარებას, მოტივაციის ამაღლებასა და საზოგადოებაში მათი პოპულარიზაციის ხელშეწყობას. 

2019 წლის 20 დეკემბერს “პრემია იკა” სიახლეებით ხვდება და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია 5 ახალი ნომინაცია.

მუსიკა, პოსტერის დიზაინი, კედლის მხატვრობა/Street art, IKA IMPACT და საერთაშორისო აღმოჩენა – ეს იმ ახალი ნომინაციების ჩამონათვალია, რომელშიც გამარჯვებულები დასახელდებიან.

“წელს უნგრეთის საელჩოსთან თანამშრომლობით გადავწყვიტეთ ლოკალურ მასშტაბებს გავცდეთ და ბიძგი მივცეთ უცხოეთში მოღვაწე უცხოელ და ქართველ არტისტებს. ჩვენი სურვილია, “საერთაშორისო აღმოჩენა”  “პრემია იკას” მუდმივი ნომინაცია იყოს. ყოველწლიურად დასახელდება Spotlight ქვეყანა და გამარჯვებულიც სწორედ ამ ქვეყნიდან შეირჩევა”, – ამბობენ პრემიის ორგანიზატორები.

სხვადასხვა ნომინაციაში წარსადგენ კანდიდატებს კი თავის პროფესიაში რეალიზებული და წარმატებული ადამიანები, ხელოვნებათმცოდნეები, მუსიკოსები, მწერლები, კინემატოგრაფები, მხატვრები, ფოტოგრაფები, დიზაინერები, გალერისტები შეარჩევენ და მათ ნამუშევრებს ჟიურის წარუდგენენ.

გამარჯვებულების გამოვლენა მაქსიმალურად სამართლიანი წესებით მოხდება – ჟიურის წევრები შეაფასებენ მხოლოდ ნამუშევარს, თანაც ისე, რომ ავტორის ვინაობა მათთვის სრულიად უცნობი იქნება.

ნომინირებულ კანდიდატებს დეკემბრის ბოლოს, “პრემია იკა” – 2019-ის  დაჯილდოების ცერემონიალზე გამოავლენენ. 

 „პრემია იკა“ იკა კაკულიას  პატივსაცემად დაარსდა. იკა თავად იყო ნიჭიერი ახალგაზრდა შემოქმედი, რომელმაც დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. მუშაობდა დიზაინის მიმართულებით და ბოლო პერიოდში მოღვაწეობდა კრეატიულ ინდუსტრიაში.

უკვე მეორე წელია, რაც პრემია იკას ოფიციალური წარმდგენია ტერაბანკი.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.