ვაჟა გაფრინდაშვილის მსგავსად დაკავებული ადამიანების რაოდენობა – amnesty.org
ორგანიზაცია Amnesty International-ის ვებ გვერდზე იძებნება ქართულენოვანი ანგარიში სახელწოდებით “მავთულხლართებს მიღმა – „ბორდერიზაციით“ გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევები საქართველოში”.
სხვა მნიშვნელოვან დარღვევებთან ერთად, მოცემული დოკუმენტი გაგვაცნობს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მსგავსად დაკავებული ადამიანების სტატისტიკას ბოლო 10 წლის განმავლობაში:
- 2008 წელი – 7
- 2009 წელი – 79
- 2010 წელი – 77
- 2011 წელი – 140
- 2012 წელი – 108
- 2013 წელი – 139
- 2014 წელი – 142
- 2015 წელი – 163
- 2016 წელი – 134
- 2017 წელი – 126
- 2018 წელი – 100
საქართველოს მოქალაქეებს, როგორც წესი, პირუტყვის საძოვარზე გაყვანისას, შეშის მომარაგებისას, მიწის დამუშავებისას ან ეკლესიებისა და სასაფლაოების მონახულებისას აკავებენ. დაკავების შემდეგ ზოგიერთ ადგილობრივს დეპრესია, სტრესული აშლილობა და ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამებისშემდგომი მეხსიერების დაკარგვა აქვს.
ბოლო წლებში, 800-დან 1000-მდე ოჯახმა სრულად ან ნაწილობრივ დაკარგა საძოვრებზე, სახნავ-სათეს მიწებზე და ტყის რესურსებზე წვდომა. 2015 წლამდე, ყველა ოჯახს საშუალოდ 5 ძროხა ჰყავდა და თავს რძის პროდუქტების გაყიდვით ირჩენდა; ბოლო წლებში ადგილობრივებს საქონლის გაყიდვა მოუწიათ. მათ დაკარგეს ტრადიციულ ბაზრებზე წვდომაც, რადგან ადმ. საზღვრის გასწვრივ ვაჭრობა შემოსავლის მთავარი წყარი იყო. ცხინვალის რეგიონის მიმდებარე სოფლების ადგილობრივების 59% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ზოგიერთ ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს; ადგილობრივები სოც. დახმარების უფრო მოქნილ სისტემას ითხოვენ.