fbpx

როგორ ასწავლა “ლაპარაკი” საკუთარ ძაღლს 26 წლის მეტყველების სპეციალისტმა?


გააზიარე სტატია

26 წლის კრისტინა ჰანგერი, რომელიც სან-დიეგოში მეტყველების პათოლოგიის სპეციალისტია,  თვლის, რომ ”ყველა იმსახურებს ხმას”. ის  ორ წლამდე ბავშვებთან მუშაობს, რომელთა უმეტესობა ურთიერთობისთვის ადაპტირებულ მოწყობილობებს იყენებს. კრისტინა დაინტერესდა, რა მოხდებოდა, თუ ის თავის ორი თვის ლეკვს, სტელას, იმავეს ასწავლიდა.

“თუ ძაღლები ჩვენს სიტყვებს გაიგებენ, შეძლებენ, რომ თავადაც ალაპარაკდნენ? შესაძლებელია თუ არა, რომ ადაპტირებული მოწყობილობები  (AAC) ჩვენთან ურთიერთობისას გამოიყენონ?”, – განაცხადა კრისტინამ. 

კრისტინამ და მისმა საქმრომ, ჯეიკმა, სპეციალური ღილაკები შექმნეს, რომლებიც ხმებს გამოსცემენ. მაგალითად, თუ დააჭერენ “გარეთ გასვლის” ღილაკს, პარალელურად იმავე სიტყვას თავადაც იმეორებენ და ვიზუალიზაციისთვის კარსაც აღებენ, შესაბამისად, ძაღლი ამ ქცევას და სიტყვას იმახსოვრებს. რამდენიმე კვირის შემდეგ, როდესაც სტელას გარეთ გასვლა მოუნდებოდა, თათს ამ ღილაკს აჭერდა. 

მათ მალევე დაამატეს კიდევ უფრო მეტი ღილაკი: “ჭამა”, “წყალი”, “თამაში”, “დამეხმარე”, ‘“მიყვარხარ” და სხვა.

“ყოველდღიურად ვატარებ დროს სტელასთან, რათა ღილაკების მეშვეობით მასთან ურთიერთობა  დავამყარო. როგორც კი რაიმეს დააჭერს, სწრაფ რეაგირებას ვახდენ, რადგან მისი მოთხოვნილებები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ჩვენი”, – აცხადებს კრისტინა.

თუ სტელას წყლის თასი ცარიელია, იგი აჭერს “წყლის” ღილაკს, თუ თამაში უნდა, “თამაშს” და ა.შ. მან ასევე სხვადასხვა სიტყვების გამოყენება ისწავლა, რათა წინადადებები შექმნას. 

“ის 2 წლის ბავშვის მსგავსად ურთიერთობს ჩვენთან. ვფიქრობ, ძაღლები ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არიან, ჩვენს შორის საკმაოდ ძლიერი კავშირია”, – ამბობს ჰანგერი. 

 

ორიგინალი: https://www.upworthy.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.