fbpx

ლონდონური ჟურნალი Kayakata-ს ახალი ალბომის შესახებ წერს – Dezeen


გააზიარე სტატია

მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა არქიტექტურისა და დიზაინის ჟურნალმა Dezeen-მა ოფიციალურ ვებ-საიტზე ქართულ ჰიპ-ჰოპ მუსიკალურ ჯგუფ KayaKata-ზე სტატია გამოაქვეყნა.

“თბილისელმა დიზაინერმა მაქს მაჩაიძემ და მწერალმა ზურაბ ჯიშკარიანმა ანიმაციური ვიდეორგოლები შექმნეს, რომლებსაც თან ახლავს KayaKata-ს ცხრა მუსიკალური სიმღერა” – წერია გამოცემაში.

თითოეულ ანიმაციურ ვიდეოს ერთმანეთის მსგავსი ფორმატი აქვს. ქარი უბერავს და ვხედავთ ადამიანის გამოსახულებას, რომელსაც სახე დაფარული აქვს; ცხოველებს, რომლებიც მარჯვნიდან მარცხენა მხარეს გადაადგილდებიან, მათი სილუეტები კი სწრაფად მოძრავი ვინტაჟური კოლაჟებისგანაა შექმნილი.

“მუსიკალურ პროექტს ასტრალში გავყავართ და ის საკუთარ სულში გვახედებს” – განაცხადა მაქსიმე მაჩაიძემ, KayaKata-ს წევრმა.

მაქსიმე მაჩაიძემ და ზურა ჯიშკარიანმა ნიკა საბანაძესთან ითანამშრომლეს, რომელმაც მუსიკისთვის ბიტები შეიმუშავა. 

აღსანიშნი ფაქტია ის, რომ მუსიკოსებმა ვიდეო-რგოლები თავად შექმნეს.

”პროფესიონალი ანიმატორები პროექტში ჩართულნი არ ყოფილან,  ყველაფერი საკუთარი ხელით გავაკეთეთ”,განმარტა მაჩაიძემ. ”ჩვენთვის ეს არტ პროექტია”.

KayaKata-ს გარდა, ზურა ჯიშკარიანი ჩეტბოტ კომპანიას მართავს და ამასთანავე ბესტსელერი წიგნის “საღეჭი განთიადები: უშაქროდ” ავტორია. მაქსიმე მაჩაიძემ კი ახლახანს საიუველირო ნაწარმი დაამზადა, რისთვისაც გამოიყენა ისეთი ნაპოვნი ნივთები, როგორებიცაა ჩოგბურთის ბურთები და საბჭოთა კერამიკა. ის ასევე ინტერიერის დიზაინერად მუშაობს და “სასტუმრო სტამბას” ხელოვნების ნიმუშებით ამარაგებს. 

“ჩვენ ასე ვხედავთ KayaKata-ს” – განაცხადა მაჩაიძემ. “ სხვადასხვა სფეროში ვმუშაობთ და სამყაროს ვსწავლობთ, შემდგომ კი დაგროვებულ ცოდნას მუსიკალურ ნაწარმოებებად ვაქცევთ”

პირველ ტრეკში “Massaia” გამოსახულია ფიგურა, რომელსაც მწვანე შარვალი და შავი ზედა აცვია, სახე შარფით აქვს დაფარული და ტენისის ბურთებისგან შექმნილი ყელსაბამი უკეთია. ის კალიგრაფიული ხაზების წინ დგას და ხელში ელექტრო-საბურღი უჭირავს.

კალიგრაფიული ნამუშევრები ჩემი შექმნილია. მე მათ ლაბირინთად აღქვიქვამ, რომლებიც თითქოს განა მე შევქმენი, არამედ არქეოლოგიურ არტეფაქტებად ვიპოვე. ისინი სულ აქ იყვნენ და მე უბრალოდ მტვერისგან გავწმინდე” – ამბობს მაქსიმე. 

მაქსიმემ ფიგურები ცოლთან, მოდის დიზაინერ ირი თოდრიაშვილთან ერთად შექმნა. თითოეულ მათგანს ხელში რაღაც უჭირავს, დაწყებული “ვარსკვლავური ომების” პერსონაჟის Chewbacca-ს ატრიბუტით, დამთავრებული უბრალო დანით.

“ჩვენი მუსიკალური პროექტი დახმარების როლს ასრულებს. ყველა ტრეკი დაარქივებული ფაილია, თითოეულ ადამიანს კი ინდივიდუალური მიდგომა აქვს, როგორ გახსნას ეს ფაილი და იპოვოს მასში ჩადებული ემოციები.”

ამჟამინდელი ალბომი არის დიდი “ქარბუქის” მხოლოდ ერთი ნაწილი, რომელიც ოთხი ალბომისგან იქნება დაკომპლექტებული.

“ჩვენ “ქარბუქის” მხოლოდ ნაწილი გამოვაქვეყნეთ. ჩვენი მუსიკა ისეთივეა, როგორიც აუდიო წიგნები, გრაფიკული რომანები ან ანიმაციები, რომლის მოსმენაც ზუსტად იმავე  გრძნობებს იწვევს, რასაც ლიტერატურის ან კომიქსების კითხვა.” – განაცხადა მაჩაიძემ. 

 

ორიგინალი: https://www.dezeen.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.