fbpx

ლუმენი – ღონისძიებების ახალი სტანდარტი საქართველოში


გააზიარე სტატია

ახალი და განსხვავებული – ეს ორი სიტყვა არის ჩვენ მიერ შესრულებული პროექტების ყველაზე მარტივი და ზუსტი აღწერა.

ღონისძიების დაგეგმვის დროს მთავარია მოძებნო ახლებური გადაწყვეტილება, დაგეგმო და შეასრულო ისე, რომ შენ თვითონ აგიჩქარდეს პულსი. 

უბრალოდ კარგად შეასრულო სამუშაო, არ არის საკმარისი დღევანდელი კონკურენციის პირობებში. ყოველი ღონისძიების  დროს ჩვენ თვითონ ვგეგმავთ “შეუსრულებელ მისიას”, ჩვენი გუნდის შესაძლებლობების მაქსიმუმს ვცდით, გარდავიქმნებით სუპერგმირებად და ვცდილობთ შემოვიტანოთ “ჯადოქრობა” ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ გვაქვს ამბიცია – წარუშლელი მოგონებები დავტოვოთ ადამიანების ცნობიერებაში.

 ლუმენი არის ღონისძიებების მენეჯმენტისა და პროდაქშენის სააგენტო, რომელიც ბაზარზე 2011 წლიდან არსებობს და ემსახურება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბრენდებს. 

ლუმენი მომხმარებელს სთავაზობს არა მარტო კრეატიული კონცეფციის შემუშავებას, არამედ პროფესიონალურ ტექნიკურ გადაწყვეტილებას. 

აუდიო-ვიზუალური ტექნოლოგიები და მულტიმედია პერფორმანსი სააგენტოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია.  სახელწოდება “ლუმენიც” სწორედ სინათლის ნაკადთან ასოცირდება. ჩვენ ვცდილობთ გამოვიყენოთ შუქი და ხმა იმისთვის, რომ თქვენ იგრძნოთ ახალი ემოციები.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.