26 ნოემბერი დილიდან
დილა მშვიდობისა!
დღეს გამთენიისას სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით აქციის მონაწილეების მოწყობილი პიკეტები დაშალა. სპეცრაზმმა ოცნების დეპუტატებს პარლამენტში შესასვლელი გაუთავისუფლა. როგორც ცნობილია, ოპოზიციური პარტიები არ აპირებენ პლენარულ სხდომაზე დასწრებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციის დაშლისას 28 პირი დააკავეს. მათივე თქმით, სამმა პირმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
აქციის დაშლა. ფორმულა ნიუსი:
აქციის მონაწილეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს
🔻 შსს-ს ინფორმაციით, აქციის დაშლის დროს 3 ადამიანი დაშავდა, ხოლო დაკავებულია 28 პირი
Gepostet von Formula News • ფორმულა am Montag, 25. November 2019
28-ვე ადამიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით არის დაკავებული
სხვა სიახლეები
კიევში ქართული კინოს საიუბილეო ფესტივალი შინდისის გმირებისა და გია ყანჩელის ხსოვნას ეძღვნება

ფესტივალზე, რომელიც კინოთეატრ “ჟოვტენში” საზეიმოდ გაიხსნა, დიტო ცინცაძის ფილმი “შინდისი“ აჩვენეს. კინოფესტივალის ფარგლებში, 22-27 ნოემბრის ჩათვლით, ნაჩვენები იქნება შემდეგი ფილმები: თინათინ ყაჯრიშვილის “ჰორიზონტი“, გიგიშა აბაშიძის “მეზობლები“, ნინო ჟვანიას “აღლუმი“, დიტო ცინცაძის “ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“, მარიამ ხაჭვანის “დედე“, გიორგი მეგრელიშვილის “ჰამლეტი“ და თეო ჯორბენაძის დოკუმენტური ფილმი “სევდის ანგელოზები“, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრებას და მოღვაწეობას ასახავს. ახალი ქართული კინოს ფესტივალი უკრაინის დედაქალაქში უკვე მეთხუთმეტედ ტარდება და წინა წლებთან შედარებით ყველაზე მასშტაბურია.
ოლგა ნოივირტი პირველი ქალია, რომელიც 150-წლიანი ისტორიის მქონე ვენის ოპერაში წარმოდგენას დადგამს

“ძალიან მინდა, ეს ძველმოდური და საოცარი ადგილი შევაზანზარო”, – ამბობს 51 წლის ავსტრიელი კომპოზიტორი.
ნოივირტი ვირჯინია ვულფის საკულტო რომანის, “ორლანდოს” საოპერო ვერსიას შესთავაზებს მაყურებლებს. “ორლანდო” 1928 წელს გამოქვეყნდა და ინგლისურ ლიტერატურაში პირველ ნაწარმოებად ითვლება, რომელშიც ტრანსგენდერობის ფენომენი ღიად და თამამადაა აღწერილი.
წყარო: https://www.theguardian.com/
Tiffany & Co 16 მილიარდად იყიდება

ძვირად ღირებული ნივთების მწარმოებელი კონცერნი LVMH, რომელსაც მილიარდერი ბერნარ არნო ფლობს, საიუველირო კომპანია Tiffany-ის 16,2 მილიარდ დოლარად შეიძენს. შეთანხმება 2020 წლის ზაფხულში შედგება. LVMH-ის გადაწყვეტილება Tiffany 14,5 მილიარდ დოლარად ეყიდა, პირველად 26 ოქტომბერს Bloomberg-ში გამოქვეყნდა. 28 ოქტომბერს ამის შესახებ ორივე კომპანიამ ოფიციალურად განაცხადა; Tiffany-მ Bloomberg-ის მიერ დასახელებული თანხაც დაადასტურა.
კონცერნი LVMH 1987 წელს შეიქმნა და ფუფუნების საგნების ბაზარზე მსოფლიო ლიდერია. ის აერთიანებს ტანსაცმლის, კოსმეტიკის, საიუველირო ნაწარმის და სხვა პროდუქტების 75 ბრენდს. LVMH-ის მფლობელი ბერნარ არნო და მისი ოჯახი, Forbes-ის თანახმად, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მეოთხე ადგილზე არიან. მათი ქონება 100 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
წყარო: https://www.cnbc.com/
სერიალ “მეგობრების” 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად საქველმოქმედო აუქციონი ჩატარდება

ლოტებს შორის იქნება რეკვიზიტები, კოსტიუმები და დეკორაციები სერიალის გადაღებებიდან: Central Perk-ის ცნობილი დივანი, კანოე, რომელშიც ჩენდლერი და ჯოუი ბინის გაქურდვის შემდეგ ისხდნენ, ფიბის დის პორნოკასეტა, ჯოუის სათამაშო პინგვინი და ა.შ. აუქციონზე შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება საქველმოქმედო ორგანიზაცია The Trevor Project-ში, რომელიც ლგბტ ადამიანების სუიციდის პრევენციაზე მუშაობს.
სერიალს 25 წლის იუბილე Google-მა, Ralph Lauren-მა, Lego-მ და IKEA-მ მიულოცეს. HBO Max-ის წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, ახალი სერიების გამოშვებას აპირებენ.
წყარო: https://edition.cnn.com
მაიკლ ჯექსონზე ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებენ

მუსიკოსის ოჯახმა ფილმის შექმნაზე თანხმობა ოფიციალურად დაადასტურა. ფილმის სცენარზე “ავიატორისა” და “გლადიატორის” სცენარისტი ჯონ ლოგანი იმუშავებს. ამ ეტაპზე უცნობია, ჰყავს თუ არა შერჩეული კინოსტუდიას მსახიობი. აღსანიშნავია, რომ ახალი ფილმის პარალელურად, ბროდვეის თეატრში ჯექსონის ცხოვრებაზე მიუზიკლიც მზადდება. სპექტაკლის პრემიერა 2020 წელს შედგება.
წყარო: http://www.wlsam.com/




