fbpx

ლოს-ანჯელესი და ნიუ-იორკი ენთუზიასტი მფრინავის ფოტოპროექტში


გააზიარე სტატია

ამერიკელი ფოტოგრაფი ჯეფრი მილშტეინი ბავშვობიდანვე იყო შეყვარებული ყველაფერ იმაზე, რაც თვითმფრინავებსა და აეროპორტებს უკავშირდება. 17 წლის ასაკში მან მფრინავის ლიცენზიაც მიიღო. წლების შემდეგ კი, როგორც ფოტოგრაფმა, ფოტოპროექტი LANY ორ მეგაპოლისს – ლოს-ანჯელესსა და ნიუ-იორკს მიუძღვნა. მან ამ ქალაქების ურბანული რეალობა ფრენის სიმაღლიდან, აეროგადაღების მეშვეობით აჩვენა.

 

 

კურატორის, ოუენ ჰოპკინსის თქმით, მილშტეინმა ქალაქები 90 გრადუსით ქვემოთ დახრილი ობიექტივით გადაიღო, ფოტოგრაფიულთან ერთად, არქიტექტორის უნარები და ხედვაც გამოავლინა.  მისი ნამუშევრები გვაძლევს ინფორმაციას ქალაქების ურბანული დაპროექტების შესახებ, რადგან ფოტოების მაღალი რეზოლუცია მცირე დეტალების ამოკითხვის საშუალებასაც იძლევა. 

 

„ჩემი მიზანი იყო, ამ ორი უზარმაზი მეგაპოლისის ერთმანეთთან შედარება. მაშინ როცა ნიუ-იორკი ძალიან ხისტი, გეომეტრიული ფორმებისაა, ლოს-ანჯელესს უფრო რბილი ფაქტურა აქვს, შედარებით სიმშვიდით გამოირჩევა. ეს ქალაქების პორტრეტებია, ინდივიდუალური ხასიათებითა და შტრიხებით. ნიუიორკელებსა და ლოსანჯელესელებს კი შეუძლიათ, თავიანთი საცხოვრებელი სივრცე და საკუთარი თავი  გრანდიოზული მასშტაბების ფონზე დაინახონ“, – წერს ჯეფრი მილშტეინი. 

ჯეფრი მილშტეინის ნამუშევრები პერიოდულად ისეთ გამოცემებში ქვეყნდება, როგორებიცაა: New York Times, LA Times, Harper’s Bazaar, GQ, European Photography, American Photo, Eyemazing, Die Ziet, Wired, PDN, Esquire და Conde Naste Portfolio.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.