მერაბ ნინიძის მონაწილეობით გადაღებულმა სერიალმა საერთაშორისო ემი მოიგო
ბრიტანულმა სერიალმა Mc Mafia-მა, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ასრულებს, საერთაშორისო ემიზე წლის საუკეთესო დრამატულ სერიალის ნომინაციაში გაიმარჯვა.
ჯილდო ცერემონიაზე სერიალის რეჟისორს ჯეიმს უოტკინსს და სერიალის შემოქმედებით გუნდს გადასცეს.
ბრიტანული სერიალი ეკრანზე გასულ წელს გამოვიდა და ის გლობალური მაფიის ისტორიას მოგვითხრობს. ინგლისში გაზრდილი რუსული მაფიოზური ოჯახის წევრი საკუთარი წარსულისგან გაქცევას და ახალი ბიზნესის დაწყებას ცდილობს. თუმცა წარსულისგან თავის დაღწევას ტრაგიკული შემთხვევა არ აცდის, რომელიც მას კრიმინალურ სამყაროში დაბრუნებისა და საყვარელი ადამიანების დაცვისკენ უბიძგებს.
სერიალის სცენარი მიშა გლენის ბესტსელერი წიგნის მიხედვით ჰუსეინ ამინმა და ჯეიმს უოტკინმა შექმნეს.
რაც შეეხება საერთაშორისო ემის სხვა მფლობელებს, საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში უნგრული სერიალის – Eternal Winter-ის მსახიობმა მარინა გერამ გაიმარჯვა. საუკეთესო ტელენოველად კი კოლუმბიური La Reina del Flow დაასახელეს.
საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ჯილდო კი თურქმა მსახიობმა ჰალუკ ბილგინერმა მოიპოვა სერიალ Persona-ში შესრულებული როლისთვის.