fbpx

27 ნოემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

კოალა, რომლის გადასარჩენადაც ავსტრალიელი ქალი ცეცხლში შევარდა, დაიღუპა

Image result for Koala seen in rescue from Australian bushfire dies

 ხანძრიდან გამოყვანის შემდეგ კოალა ლიუსი ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა მისი დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. ექიმებს იმედი ჰქონდათ, რომ ცხოველი გამოკეთდებოდა, მაგრამ მისი მდგომარეობა უარესდებოდა. ვეტერინარებმა ლიუსის დაძინება გადაწყვიტეს.

ტონი დოერტიმ ლიუსი რამდენიმე დღის წინ ცეცხლს გამოარიდა, სწრაფად გაახვია მოსაცმელში  და თავშესაფარში მიიყვანა. ბოლო ინფორმაციით, ავსტრალიაში ტყის ხანძარს 350 კოალა ემსხვერპლა. ავსტრალიაში კოალების საერთო რაოდენობა კი 600 აღწევს. 

წყარო: https://www.bbc.com

 

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ბილეთების გაყიდვა ხუთშაბათს დაიწყება

Gepostet von Tbilisi International Film Festival am Dienstag, 26. November 2019

 ბილეთები გაიყიდება ხუთშაბათს, 28 ნოემბერს, კინოთეატრ „ამირანის“ სალაროში. სალარო იმუშავებს 11:00-დან 21:30 საათამდე. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ასევე ონლაინ: kinoafisha.ge-სა და tkt.ge-ზე. ბილეთების ფასია 5 ლარი. გახსნისა და დახურვის ცერემონიაზე ბილეთები არ გაიყიდება. დასწრება შესაძლებელია მხოლოდ მოსაწვევებით.

აბონემენტის ფასია 60 ლარი. აბონემენტების მფლობელებისთვის ადგილები გამოყოფილია მხოლოდ “ამირანის” პირველი დარბაზის სეანსებზე. აბონემენტების რაოდენობა შეზღუდულია.

 

Billboard-მა 17 წლის ამერიკელი მომღერალი ბილი აილიში წლის არტისტ ქალად დაასახელა

ის ასაკით ყველაზე პატარაა მათ შორის, ვინც გამოცემას წლის არტისტად დაუსახელებია. “ეჭვგარეშეა, რომ 2019 წელი ბილი აილიშის წელი იყო. ის ახალგაზრდებს დაეხმარა თავი საზოგადოების წევრებად ეგრძნოთ, რაც აისახა კიდეც იმაში, რომ მომღერალმა სწრაფად დაიმკვიდრა ადგილი ჩარტების სათავეში”. – განაცხადა ჟურნალის დირექტორმა ჰანა კარპმა.

ვიდეო: https://www.youtube.com/

 

საქართველოს აეროპორტებში ტურისტები საფერავის ღვინით დასაჩუქრდებიან

საქართველოს აეროპორტებში ტურისტები ღვინით დასაჩუქრდებიან

ტურიზმის ადმინისტრაციამ პროექტი უკვე დაიწყო. ღვინო დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ ტურისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა  გადასცა საჩუქრად. პროექტი უწყების მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია საქართველოს, როგორც სტუმართმოყვარე ქვეყნის პოზიციონირება. გარდა ამისა, ღვინის ბოთლზე დატანილი მესიჯებით აქცენტი გამახვილებულია იმაზე, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა თავისი უნიკალური ტრადიციებით, კულტურითა და კულინარიით. ღვინოს საჩუქრად ტურისტები თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში მიიღებენ.

წყარო: https://1tv.ge

 

ევროკავშირის პრიზის – „ადამიანის უფლებები კინოში 2019“ ნომინანტები ცნობილია

სამი წელია, რაც ევროკავშირმა დააწესა პრიზი „ადამიანის უფლებები კინოში“, რომელიც თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ადამიანის უფლებების თემატიკის საუკეთესოდ ამსახველ ფილმს გადაეცემა. 

პრიზი დაწესდა ადამიანის უფლებების  საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველი წლის 10 დეკემბერს აღინიშნება. ამ დღეს, 1948 წელს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღო. ფესტივალში მონაწილე ფილმებიდან შეირჩა ადამიანის უფლებების თემატიკის ამსახველი  შვიდი ფილმი. მათგან ერთს, ჟიურის მიერ დასახელებულს, გადაეცემა ევროკავშირის პრიზი „ადამიანის უფლებები კინოში 2019“.

ფილმების ჩამონათვალი:

  • გიგა ლიკლიკაძე – “ღორი”
  • თამარ შავგულიძე – “კომეტები”
  • უტა ბერია – “უარყოფითი რიცხვები”
  • დიტო ცინცაძე – “ჩაისუნთქე, ამოისუნთქე”
  • ლანა ღოღობერიძე – “ოქროს ძაფი”
  • მარი გულბიანი – “სანამ მამა დაბრუნდება”
  • გიორგი მრევლიშვილი – “თორმეტი გაკვეთილი”

წყარო: http://www.webertela.online

 

ტეილორ სვიფტმა American Music Awards-ის 47-ე დაჯილდოებაზე მაიკლ ჯექსონის მიერ დამყარებული რეკორდი მოხსნა

Image result for Taylor Swift's historic night

 მომღერალს ახლა 29 AMAs-ის ჯილდო აქვს მიღებული, ხოლო მაიკლ ჯექსონი 24 ჯილდოს მფლობელი იყო. 29 წლის მომღერალი Artist Of The Year ტიტულის მფლობელიც გახდა და ნომინაციაში არიანა გრანდეს, დრეიკს, Halsey-სა და Post Malone-ს აჯობა. მან ეს გამარჯვება დაჯილდოებაზე ახალი პერფორმანსის დადგმით აღნიშნა.

 American Music Awards-ის წლის საუკეთესო შემსრულებელი ტეილორ სვიფტი, საუკეთესო ახალი შემსრულებელი კი ბილი აილიში გახდა. საუკეთესო დუეტად მსმენელებმა შონ მენდესისა და კამილა კაბელიოს სიმღერა Señorita, საუკეთესო ვიდეორგოლად კი ტეილორ სვიფტის You Need to Calm Down აღიარეს.

წყარო: https://edition.cnn.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.