თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ბილეთების გაყიდვა ხუთშაბათს დაიწყება
გააზიარე სტატია
ბილეთები გაიყიდება ხუთშაბათს, 28 ნოემბერს, კინოთეატრ „ამირანის“ სალაროში.
სალარო იმუშავებს 11:00-დან 21:30 საათამდე. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ასევე ონლაინ: kinoafisha.ge-სა და tkt.ge-ზე. ბილეთების ფასია 5 ლარი. გახსნისა და დახურვის ცერემონიაზე ბილეთები არ გაიყიდება. დასწრება შესაძლებელია მხოლოდ მოსაწვევებით.
აბონემენტის ფასია 60 ლარი. აბონემენტების მფლობელებისთვის ადგილები გამოყოფილია მხოლოდ “ამირანის” პირველი დარბაზის სეანსებზე. აბონემენტების რაოდენობა შეზღუდულია.
ფესტივალის სრული პროგრამა
ფესტივალი ჩატარდება “თიბისი სტატუსის” სტატუსის მხარდაჭერით.